GOGA.TV
თბილისში 30 წლამდე მამაკაცმა ორსულ ცოლს სცემა
  • თბილისში 30 წლამდე მამაკაცმა ორსულ ცოლს სცემა

    თბილისში 30 წლამდე მამაკაცმა ორსულ ცოლს სცემა და მას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

    შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ უბანში მოხდა. ფიზიკური ძალადობის დროს ქალი 3 თვის ორსული გახლდათ. ის მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

    მამაკაცი უკვე დაკავებულია. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
    219 ნახვა
    22-04-2021, 10:41