GOGA.TV
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ქალები არიან ყველაზე კარგი მეოჯახეები
  • ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ქალები არიან ყველაზე კარგი მეოჯახეები

    წარ­მო­იდ­გი­ნეთ გა­რეგ­ნო­ბა­საც კი, მისი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი და ამ ნიშ­ნის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა გა­ნა­პი­რო­ბებს. ამი­ტომ ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ არ­სე­ბო­ბენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დი­ა­სახ­ლი­სო­ბის ნი­ჭით გა­მორ­ჩე­უ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, მა­შინ როცა ზო­გი­ერთ მათ­განს სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი შე­საძ­ლოა ჭი­რის დღე­სა­ვით სძულ­დეს. დღეს მე­ო­ჯა­ხე­ო­ბის ნი­ჭით გა­მორ­ჩე­ულ სამ ქალ­ზე გი­ამ­ბობთ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით:

    კირჩხი­ბი – შე­იძ­ლე­ბა იყოს აუ­ტან­ლად წუ­წუ­ნა, პე­რი­ო­დუ­ლად დეპ­რე­სი­უ­ლი და სა­შინ­ლად პრე­ტენ­ზი­უ­ლი... სა­ნამ თავს დი­ა­სახ­ლი­სი­სა და დე­დის ამ­პლუ­ა­ში და­ი­გუ­ლებს. აი, ამის შემ­დეგ ხდე­ბა მას­ში ჭეშ­მა­რი­ტი ტრანსფორ­მა­ცია და სუ­ლი­ე­რი გას­ხი­ვოს­ნე­ბა. კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ქალი, რამ­დე­ნიც არ უნდა ამ­ტკი­ცოს, რომ კა­რი­ე­რა ურ­ჩევ­ნია ოჯახს, მო­წო­დე­ბით მე­ო­ჯა­ხეა... ამი­ტომ თუ იგი ხე­ლებს ასავ­სა­ვებს და გა­თხო­ვე­ბის ალ­ბა­თო­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავს, იცო­დეთ, რომ ჯერ არ უპო­ვია "შე­სა­ბა­მი­სი კან­დი­და­ტუ­რა" სა­კუ­თა­რი ბუ­დის მო­სა­წყო­ბად. ქალი კირჩხი­ბი იდე­ა­ლუ­რი ცო­ლია – ნაზი, მზრუნ­ვე­ლი, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე. მას ყო­ველ­თვის ჰყოფ­ნის იმის ჭკუა, რომ ქმარ­ზე ჭკვი­ა­ნად არა­სო­დეს წარ­მო­ა­ჩი­ნოს თავი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, გო­ნი­ე­რე­ბას კი რო­მე­ლიც მას და­ბა­დე­ბი­დან თან დაჰ­ყვა შე­სა­ნიშ­ნა­ვად იყე­ნებს იმ დროს, როცა სურს მა­მა­კაცს სა­კუ­თარ ნე­ბა­ზე სი­ა­რუ­ლი აი­ძუ­ლოს... ხომ გა­გი­გო­ნი­ათ გა­მოთ­ქმა: "ქალი კი­სე­რია, – მა­მა­კა­ცი კი თავი?.. სა­ბო­ლო­ოდ კი კი­სე­რი წყვეტს თავი რო­მელ მხა­რეს მი­ატ­რი­ა­ლოს" – ჰოდა, ჩათ­ვა­ლეთ, რომ კირჩხი­ბი ქა­ლია სწო­რედ ის "სა­პა­ტიო" კი­სე­რი.

    კურო– ის იმ ქა­ლე­ბის კა­ტე­გო­რი­ას არ გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, ვინც და­უ­ფიქ­რებ­ლად უკავ­ში­რებს სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას პირ­ვე­ლი­ვე შემ­ხვედრს. კურო ბრძე­ნი, დინ­ჯი და წინ­და­ხე­დუ­ლი ქა­ლია. სწო­რედ ისე­თი, რო­გო­რიც სჭირ­დე­ბა ნე­ბის­მი­ერ სა­შუ­ა­ლოს­ტა­ტის­ტი­კურ მა­მა­კაცს. ამ ქალს მე­უღ­ლის­თვის არა­მარ­ტო კარ­გი ცო­ლო­ბის გა­წე­ვა შე­უძ­ლია, მას ძალა შეს­წევს კონ­კრე­ტუ­ლი კა­ცის­გან შექ­მნას სრულ­ფა­სო­ვა­ნი მა­მა­კა­ცი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა. რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, ისე პრო­ფე­სი­უ­ლი კუ­თხით. შე­სა­ბა­მი­სად, გა­მოთ­ქმა "ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­ცის უკან, ძლი­ე­რი ქალი დგას" – სწო­რედ კურო ქალს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ქალი კურო დამ­ყო­ლი, მშვი­დი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლია. მის­თვის უცხოა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქა­ლუ­რი ხუშ­ტუ­რე­ბი და ის­ტე­რი­კე­ბი, რაც ნე­ბის­მი­ერ მამრს აფრ­თხობს და ღლის ხოლ­მე. იგი გა­სა­ო­ცა­რი სიმ­შვი­დით იტანს ყვე­ლა­ნა­ირ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გან­საც­დელს პარტნი­ორ­თან ერ­თად და არა­სო­დეს, არა­სო­დეს წუ­წუ­ნებს იმის გამო, რომ ცხოვ­რე­ბა ამ კაცს და­უ­კავ­ში­რა.

    სას­წო­რი – ამ ქა­ლის ერ­თა­დერ­თი ნაკ­ლი ალ­ბათ ისაა, რომ მას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა თუ ვის და­უ­კავ­ში­როს სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა, ძა­ლი­ან უჭირს. სა­მა­გი­ე­როდ, ამ საქ­ცი­ე­ლით იგი მა­მა­კაცს აძ­ლევს უფ­ლე­ბას თავი სი­ტუ­ა­ცი­ის სრულ ბა­ტონ-პატ­რო­ნად მი­იჩ­ნი­ოს და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბიც მან­ვე გან­სა­ზღვროს ოჯახ­ში, რო­მე­ლიც ისევ და ისევ მისი აქ­ტი­უ­რო­ბით უნდა შე­იქ­მნას. სა­მა­გი­ე­როდ, როცა სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ძირ­კვე­ლი გა­იჭ­რე­ბა, სას­წო­რის მო­ქა­ნა­ვე პი­ნე­ბი რო­გორც იქნა შე­წყვეტს აქეთ-იქეთ ყან­ყალს. იგი შე­სა­ნიშ­ნა­ვი, რბი­ლი, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და სა­ოც­რად გამ­გე­ბი­ა­ნი ცოლი იქ­ნე­ბა. ამას­თან ერ­თად, ქალი სას­წო­რის თან­და­ყო­ლი­ლი შარ­მით ნე­ბის­მი­ერ მა­მა­კაცს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად შე­უძ­ლია მო­ი­წო­ნოს თავი. ამ კუ­თხით სას­წო­რი ქალი ქმარს არა­სო­დეს შე­არ­ცხვენს. თუმ­ცა ჯერ სად ხართ, მას სხვა "კო­ზი­რე­ბიც" გა­აჩ­ნია ვი­ზუ­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გარ­და... იგი ნა­კი­თხი, ზო­მი­ე­რად ერუ­დი­რე­ბუ­ლი და მოქ­ნი­ლია. ყო­ველ­თვის იცის, სად გა­ჩუმ­დეს, რო­დის და რა ვა­დით. მე­უღ­ლეს თავ­ზე არა­სო­დეს გა­და­ახ­ტე­ბა. არც ეჭ­ვი­ა­ნო­ბას და არც დრა­მა­ტუ­ლი ის­ტე­რი­კე­ბის მო­წყო­ბა­ში არი­ან ქალი სას­წო­რე­ბი შემ­ჩნე­ულ­ნი. უფრო მე­ტიც, აგ­რე­სი­ი­სა და კონ­ფლიქ­ტე­ბის ამ ქალს ცე­ცხლი­ვით ეში­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, იგი ყო­ველ­თვის და­ი­ცავს სიმ­შვი­დეს და ჰარ­მო­ნი­ას რო­გორც ოჯახ­ში, ისე პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. სხვა რა უნდა ჭეშ­მა­რიტ მამრს?

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    257 ნახვა
    24-04-2021, 00:38