GOGA.TV
  • "ღვთის სიყვარული აღემატება ყოველგვარ ცოდვას, მაგრამ საჭიროა სინანული!"

    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების ტაძარში ბზობის დღესასწაულის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ყოველი დღე გვაახლოებს ჩვენ მეორედ მოსვლასთან.

    "ბზობა - ეს არის დიდი ზეიმი, სიხარული, სიყვარულის ზეიმი, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მწუხარება ხშირად ცვლის სიხარულს. სიხარული, სიყვარული და მწუხარება ცვალებადია.

    ყოველი დღე გვაახლოებს ჩვენ მეორედ მოსვლას, ადამიანმა უნდა იფიქროს, რა გველოდება ჩვენ წინ. უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, როგორ შეხვდებით მეორედ მოსვლის დღესასწაულს.

    ყოველმა ჩვენგანმა უნდა გამონახოს გზა, რომელიც მიდის სასუფეველში, კიდევ ერთხელ გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს. ძალიან ხშირად ისმის წუხილის სიტყვები, ნუ შეგეშინდებათ, მაცხოვრის, ღვთის სიყვარული აღემატება ყოველგვარ ცოდვას, მაგრამ საჭიროა სინანული!"- თქვა პატრიარქმა.
    75 ნახვა
    25-04-2021, 09:52