GOGA.TV
26 აპრილის-2 მაისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • 26 აპრილის-2 მაისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ვერძი
    აქტიური ხართ გადაადგილების თვალსაზრისითც და გარშემო მყოფებთან ურთიერთობისასაც. იყავით დაკვირვებული მუშაობისას. გაფრთხილდით, არასწორად ნათქვამმა სიტყვამ არ დაგაზარალოთ. უქმეები მშობლებთან ერთად გაატარეთ გამონახეთ დრო მივიწყებული ჰობისთვის.
    კვირის საუკეთესო დღე: 26, 28 აპრილი.

    კურო
    საქმეები და ვალდებულებები ისე გადაანაწილეთ, რომ დასვენებისთვისაც დაგრჩეთ დრო. ნუ დახარჯავთ ფულს უსარგებლო ნივთებზე. მოერიდეთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობის დაძაბვას. უქმეებზე ნათესავებს უმასპინძლეთ შინ და იმხიარულეთ. კარგი იქნება, თუ პიკნიკს მოაწყობათ.
    კვირის საუკეთესო დღე: პირველი, 2 მაისი.

    ტყუპი
    დაკვირვებულად იმოქმედეთ, მოიმატებს შეხვედრები, გადაადგილება,
    ხუთშაბათს გამონახეთ დრო საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით. იყავით მოსიყვარულე ახლობლების მიმართ სიტყვითაც და ქცევითაც.
    კვირის საუკეთესო დღე: 27, 29 აპრილი.

    კირჩხიბი
    საინტერესო ადამიანებთნ შეხვედრები და ორიგინალურ იდეებზე მუშაობა მოგიწევთ. არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი დეტალები. განაახლეთ ოჯახური ტრადიციები და კვირას ნათესაობა შინ შეკრიბეთ.
    კვირის საუკეთესო დღე: 26, 29 აპრილი.

    ლომი
    ექსპერიმენტების, იდეების განხორციელების დროა, მაგრამ მაქსიმალური დაკვირვებით. მოთოკეთ ემოციები. არავის დაუპირისპირდეთ. დააკვირდით კვებას. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, დაიცავით ჯანსაღი ცხოვრების წესი.
    კვირის საუკეთესო დღე: 27, 29 აპრილი.

    ქალწული
    დააკვირდით დეტალებს, იყავით მზად მოულოდენელობებისთვის. საყვარელი ადამიანი თავისი ერთგულებითა და ზრუნველობით გაგაოცებთ. უქმეები ოჯახის წევრების გვერდით, მხიარულად გაატარეთ.
    კვირის საუკეთესო დღე: 26, 29 აპრილი.

    სასწორი
    დიპლომატიურად და გააზრებულად იმოქმედეთ. ყველაფერს მიაღწევთ, თუ ემოციებს არ აჰყვებით. კვირის მეორე ნახევარი საყვარელი ადამიანების გვერდით გაატარეთ. კვირას ახლობლებს უმასპინძლეთ.
    კვირის საუკეთესო დღე: 26, 30 აპრილი.

    მორიელი
    დაკვირვებული უნდა იყოთ. მოერიდეთ მწარე გამონათქვამებს და ეცადეთ, სხვისი ნათქვამიც სწორად გაიგოთ. კარგ ინფორმაციას მიიღებთ უცხოეთიდან. ოჯახში სასიამოვნო სიახლეებს ელოდეთ. კვირა თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებს გარემოცვაში გაატარეთ.
    კვირის საუკეთესო დღე: 26, 28 აპრილი.

    მშვილდოსანი
    გადაწყვეტილებები ცივი გონებით უნდა მიიღოთ. დაკვირვებით შეასრულეთ რთული დავალებები. გრძნობების გამო რეალობის შეგრძნებას ნუ დაკარგავთ. ახლობლები თქვენგან მეტ მზრუნველობასა და საჩუქრებს ელოდებან.
    კვირის საუკეთესო დღე: 28, 30 აპრილი.

    თხის რქა
    კვირის დასაწყისიდან საქმეების მოგვარებას უნდა დაუთმოთ, მეორე ნახევარი - საოჯახო ვალდებულებებს. ნათესავებსა და ახლობლებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით. ნუ ჭირვეულობთ და საყვარელ ადამიანს წვრილმანების გამო ნუ ებუზღუნებით.
    კვირის საუკეთესო დღე: პირველი, 2 მაისი.

    მერწყული
    ორიგინალურ, უჩვეულო პროექტებში ჩართვა გელით. ნუ მოგერიდებათ რჩევის, დახმარების თხოვნა. ეცადეთ, საღამოობით დაისვენოთ საქმეებისგან და დასვენებასა და გართობაზეც იზრუნოთ. კვირა მშვიდ გარემოში გაატარეთ, თქვენთვის სასიამოვნო გარემოცვაში.
    კვირის საუკეთესო დღე: 26, 29 აპრილი.

    თევზები
    მოერიდეთ წვრილმანების გამო კამათს გარშემო მყოფებთან. ხუთშაბათი საუკეთესი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, რომანტიკული საღამოს მოსაწყობად. მეტი დრო დაუთმეთ შვილებს. უქმეებზე მოწყენის, საკუთარ თავში ჩაკეტვის უფლებას ნუ მისცემთ საკუთარ თავს.
    კვირის საუკეთესო დღე: 27, 29 აპრილი.

    წყარო: marao.ge
    201 ნახვა
    26-04-2021, 00:35