GOGA.TV
26 აპრილის-2 მაისის სილამაზის კალენდარი
  • 26 აპრილის-2 მაისის სილამაზის კალენდარი

    საინტერესო მოვლენებით დატვირთული კვირა გველის და სასურველია, მაქსიმალურად მშვიდები და გააზრებულები ვიყოთ. 27 აპრილი, სავსემთავრეობა მორიელის ნიშანში ხდება. ამ დღეს მთვარე მაქსიმალურად მოახლოებულია დედამიწას, მას სუპერსავსემთვარეობას, ფერის ცვლილების გამო კი ვარდისფერ მთვარესაც ეძახიან და მის გავლენას ყველა ვიგრძნობთ. ამიტომ, გარშემო მყოფებში ზედმეტი ემოციურობა ნუ გაგიკვირდებათ. მოერიდეთ ამ დღეებში ალკოჰოლის მიღებას, იყავით დაკვირვებული გადაადგილებისას, საჭესთან. ემოციურობა და ჭირვეულობა მოიმატებს ბავშვებში. მიირთვით ჯანსაღი საკვები, იზრუნეთ სხეულზე. ისწავლეთ პოზიტიურად ფიქრი, გაღიმება. ეკონტაქტეთ თქვენთვის სულიერად სასიამოვნო ადამიანებს. 29 აპრილს
    პლანეტა მერკური (სიტყვა) ლილიტს (ცდუნება) შეუერთდება. ამ დღეს შეიძლება უჩვეულო, მწარე და გამაოგნებელი სიტყვები მოისმინოთ, მაგრამ იცოდეთ, რომ მათი გაგების შემდეგ რაღაც კარდინალურად შეიცვლება თქვენში. 30 აპრილს კი გველოდება მზე ურანის (მოულოდნელობები, ქაოსი) შეერთება. ამ დღეს ან პლუს/მინუს 2 დღე შეიძლება გაიგოთ სრულიად გამაოგნებელი ამბავი, გამჟღავნდეს საიდუმლო. ცვლილება ეხება ადამიანებში ცხოვრების ყველა სფეროს.

    26 აპრილი, 20:18-ზე მთვარე მორიელს ესტუმრება. მანამდე იქნება სასწორში.

    ესთეტიკური მთვარე სასწორის ზოდიაქშია. ქალს სილამაზისა და ჰარმონიისკენ სწრაფვის სურვილი უჩნდება. ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები. მოუფრთხილდით თირკმლებს. შეამცირეთ ხორცეული და მარილიანი საკვები. მიიღეთ ხილი, დალიეთ მინერალური წყალი და მწვანე ჩაი.

    პლუსი - ესტუმრეთ კოსმეტოლოგს. გაიკეთეთ მანიკიური და სახის მკვებავი ნიღბები.
    მინუსი - კარგია აბანო, საუნა, მოერიდეთ გარეგნობის შეცვლის რადიკალურ მეთოდებს.
    ემოციური მთვარე მორიელის ზოდიაქშია. გამძაფრებულია ემოციები და გრძნობები. მოერიდეთ რისხვის, ეჭვიანობის გამოვლენას. კარგია მედიტაცია, ლოცვა, ენერგეტიკული პრაქტიკები.
    პლუსი - კონტრასტული შხაპი, სულიერი პრაქტიკები, კანის გაახალგაზრდავება, მეზოთერაპიის სეანსი.
    მინუსი - არ ჩაერიოთ ენდოკრინული სისტემის მუშაობაში. აგრეთვე, საშარდე ბუშტის სისტემაში. არ ესტუმროთ გინეკოლოგს.

    28 აპრილი, 19:42-ზე მთვარე გადავა მშვილდოსანში. კანისთვის გამოიყენეთ ცხიმიანი კრემები, რომლებიც ზეითუნის, ზურძნის კურკის ზეთზეა დამზადებული ან ორგანულ ცხიმებზე. მოსაფრთხილებელია ღვიძლი, უარი თქვით ალკოჰოლზე. ჩაცმულობაში მეტად გამოიყენეთ ლურჯი, ძოწისფერი.

    პლუსი - ესტუმრეთ სპა-სალონს, კარგია პილინგი, კანზე წარმონაქმნების მოშორება აგრეთვე, ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა.
    მინუსი - მოერიდეთ თეძოებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურას. განსაკუთრებით - ლიპოსაქციას.

    30 აპრილი, 20:16-ზე მთვარე გადავა თხის რქაში, სადაც დარჩევა 2 მაისის 21:31-მდე და მერე გადავა მერწყულში.

    მკაცრი და ასკეტური გადის თხის რქის ზოდიაქოში. მკაცრი და კონსერვატიული დამოკიდებულება ყველაფრისადმი. ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა გაკეთდეს. გაუფრთხილდით კბილებს, ძველებს.
    კარგია - პედიკიური, პილინგი
    ცუდია - კბილების მკურნალობა, ნებისმიერი ჩარევა ძვლოვან სისტემაში.
    მთვარე მერწყულის ზოდიაქის ნიშანშია. მოგინდებათ, ხალხის მასისგან გამორჩეულად გამოიყურებოდეთ. სამოსში ორიგინალურობის გამოკვეთა. ჩაცმულობაში უპირატესობა მიანიჭეთ ელექტრიკ ფერებს. ფერთა უჩვეულო შეხამებას. კარგ შედეგს მოგიტანთ პიგმენტური ლაქების გათეთრება.
    კარგია - რეიკი, სუჯოკთერაპია, ეპილაცია, პილინგი. იმიჯთან დაკავშირებული ექსპერიმენტები.
    ცუდია - პლასტიკური ოპერაციები, აპარატული კოსმეტოლოგია.

    წყარო: marao.ge
    167 ნახვა
    26-04-2021, 00:37