GOGA.TV
მაისის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული
  • მაისის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

    მთე­ლი თვე მე­გობ­რებ­თან, თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად მო­გი­წევთ მუ­შა­ო­ბა, პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ახლა კო­ლე­გებ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბით უფრო მეტ შე­დეგს მი­აღ­წევთ, ვიდ­რე - და­მო­უ­კი­დებ­ლად. ზოგი შე­იძ­ლე­ბა ახლა გა­წევ­რი­ან­დეთ რა­ღაც ინ­ტე­რეს­თა ჯგუ­ფებ­ში. ან მე­გობ­რებ­თან ერ­თად და­ი­წყოთ მუ­შა­ო­ბა. გა­მო­ნა­ხეთ დრო სპორ­ტის­თვის, აი­ყო­ლი­ეთ მე­გობ­რე­ბი.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    თვის და­სა­წყი­სი­დან მე­ტად მო­გინ­დე­ბათ მოს­მე­ნა, დაკ­ვირ­ვე­ბა, ვიდ­რე სა­უ­ბა­რი და საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თვა. ამ პე­რი­ოდ­ში მო­ე­რი­დეთ გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­თვის თქვე­ნი იდე­ე­ბის, სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ნო­ბას. სა­სურ­ვე­ლია, ჩა­ი­ნიშ­ნოთ იდე­ე­ბი და მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ცოტა მერე და­ი­წყოთ. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ ინ­ტუ­ი­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით მოქ­მე­დე­ბა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ნა­ხა­ტე­ბის წერა და­ი­წყოთ.

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    თვის და­სა­წყის­ში რო­მან­ტი­კუ­ლი გან­წყო­ბა­ზე იქ­ნე­ბით და შე­იძ­ლე­ბა ახალ სიყ­ვა­რულს ან მე­გობ­რე­ბის წრე­ში შეხ­ვდეთ, ან მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით. აი, თვის ბო­ლოს კი მე­ტად გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი გახ­დე­ბით და პი­რად გრძნო­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი აღარ მო­გინ­დე­ბათ. ზო­გი­ერ­თმა კი შე­იძ­ლე­ბა ფა­რუ­ლი რო­მა­ნი გა­ა­ბათ. გირ­ჩევთ, თქვე­ნი გრძნო­ბე­ბი ფურ­ცელ­ზე გა­და­ი­ტა­ნოთ და არა­ვის მო­უყ­ვეთ თქვე­ნი სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლე­ბის, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    აქ­ტი­უ­რი და ენერ­გი­უ­ლი ხართ, შე­იძ­ლე­ბა მო­გინ­დეთ და და­ი­წყოთ კი­დეც ვარ­ჯი­ში. გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით სა­სურ­ვე­ლის მი­საღ­წე­ვად. არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის გა­და­ლახ­ვა. მო­ე­რი­დეთ გარ­შე­მო მყო­ფებ­თან აგ­რე­სი­უ­ლო­ბას და სიმ­კაც­რეს. გაფრ­თხილ­დით, თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მჭრელ და ბასრ საგ­ნებ­თან, ცე­ცხლთან.

    11 მა­ი­სის შემ­დეგ შეხ­ვდით მე­გობ­რებს, თა­ნა­მო­აზ­რე­ებს. შე­იძ­ლე­ბა გა­გიჩ­ნდეთ სურ­ვი­ლი, რომ ახალ ინ­ტე­რეს­თა ჯგუფ­ში გა­წევ­რი­ან­დეთ. ამას­თან, გაფრ­თხილ­დით, რომ არ და­გე­ძა­ბოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დიდი ხნის მე­გობ­რებ­თან.

    26 მა­ი­სის შემ­დეგ მე­ტად იზ­რუ­ნეთ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. თუ უკ­მა­ყო­ფი­ლო ხართ თქვე­ნი სამ­სა­ხუ­რით, შე­გიძ­ლი­ათ მი­ა­ტო­ვოთ, მაგ­რამ სა­სურ­ვე­ლია, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყოთ, რომ უკე­თესს მი­ი­ღებთ. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ შე­დე­გი იმ საქ­მი­ა­ნო­ბის­გან, რაც არე გქონ­დათ და­წყე­ბუ­ლი.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    106 ნახვა
    27-04-2021, 00:23