GOGA.TV
მაისის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული
  • მაისის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

    აპ­რი­ლის ბო­ლო­დან თქვე­ნი ვარ­სკვლა­ვუ­რი დრო დგე­ბა, მზე თქვენს ნი­შან­შია და მთე­ლი თვე მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე უნდა იყოთ მო­მარ­თუ­ლი. გა­აქ­ტი­ურ­დით სამ­სა­ხურ­შიც და სახ­ლშიც. ყველ­გან ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში უნდა იყოთ. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, წინსვლა­ზე. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა იმი­ჯის, სტი­ლის შეც­ვლა გა­და­წყვი­ტოს. ეს არის პე­რი­ო­დი, როცა გეძ­ლე­ვათ შან­სი, და­ი­წყოთ ახა­ლი საქ­მის კე­თე­ბა (გან­სა­კუთ­რე­ბით, თქვე­ნი და­ბა­დე­ბის დღის შემ­დეგ), შე­იც­ვა­ლოთ მი­მარ­თუ­ლე­ბა, სამ­სა­ხუ­რი, აირ­ჩი­ოთ ახა­ლი გზა, "თა­ვი­დან და­ი­ყოთ" ცხოვ­რე­ბა.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    მო­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბით ბიზ­ნე­სის, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. შეხ­ვდით საქ­მი­ან პარტნი­ო­რებს, და­ი­სა­ხეთ სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი და გა­აზ­რე­ბუ­ლად იმოქ­მე­დეთ. ეცა­დეთ, ისე იმოქ­მე­დოთ, რომ დედ­ლა­ინს არ გა­და­ა­ცი­ლოთ. ნუ და­ი­ჭერთ საქ­მეს ადა­მი­ან­თან, ვინც გან­ვი­თა­რე­ბის, წინსვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ გაძ­ლევთ. გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ პრაქ­ტი­კუ­ლი, თქვენ­თვის სა­სარ­გებ­ლო საქ­მე­ბი.

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    მო­ი­მა­ტებს ხარ­ჯი სა­კუ­თარ თავ­ზე, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გუ­ლის გა­სა­ხა­რებ­ლად. შე­იძ­ლე­ბა მო­გინ­დეთ ფუ­ლის და­ბან­დე­ბა სა­კუ­თარ გა­ნათ­ლე­ბა­ში, გა­რეგ­ნო­ბა­ში. შე­იძ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა და­უ­კავ­ში­როთ ადა­მი­ანს, ვინც კომ­ფორ­ტს შე­გიქ­მნით. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ბან­კო სფე­როს­თან, სი­ლა­მა­ზეს­თან, ბუ­ღალ­ტე­რი­ას­თან.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    მო­ე­რი­დეთ ახ­ლობ­ლებ­თან, მე­ზობ­ლებ­თან - იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვის­თა­ნაც ყო­ველ­დღი­უ­რი კავ­ში­რი გაქვთ - კა­მათს. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ჯან­მრთე­ლო­ბას, მი­მარ­თეთ სპე­ცი­ა­ლისტს. სა­კუ­თა­რი თა­ვის კარ­გად ყოფ­ნის­თვის ნუ­რა­ფერს და­ი­შუ­რებთ.

    11 მა­ი­სის შემ­დეგ მე­ტად იზ­რუ­ნეთ სა­კუ­თარ თავ­ზე, გან­წყო­ბი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. თქვე­ნი და­ბა­დე­ბის დღეს თქვე­ნი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ახა­ლი წელი დგე­ბა და ეცა­დეთ, მას მხი­ა­რუ­ლად შეხ­ვდეთ. გა­მო­ი­ყე­ნეთ დრო მაქ­სი­მა­ლუ­რად ახა­ლი, მიზ­ნე­ბის პრო­ექ­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

    26 მა­ი­სის შემ­დეგ გა­თა­ვი­სუფ­ლდით იმის­გან, რაც ხელს გიშ­ლით გან­ვი­თა­რე­ბა­ში. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ ფული, მეკ­ვიდ­რე­ო­ბა ან და­ფა­როთ ვალი. ზო­გი­ერ­თი სარ­გე­ბელს მი­ი­ღებს პარტნი­ო­რის­გან, ბიზ­ნე­სის­გან.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    155 ნახვა
    28-04-2021, 00:15