GOGA.TV
მამუკა ხაზარაძე ინიციატივით გამოდის - შეიქმნას საპარლამენტო კომისია 20 ივნისი საქმეზე
  • მამუკა ხაზარაძე ინიციატივით გამოდის - შეიქმნას საპარლამენტო კომისია 20 ივნისი საქმეზე

    "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ინიციატივით გამოდის, რომ 20 ივნისი საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისია შეიქმნას.

    "მზადდება ალტერნატიული კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ შევიტანთ, რადგან არანაირად არ ვეთანხმებით ქართული ოცნების მიდგომას ამნისტიასთან დაკავშირებით.

    ამავე დროს, გამოვდივართ ინიციატივით, რომ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რადგან ინფორმაცია არის დახურული, "ქართული ოცნება" ითხოვს ყველას შეწყალებას, მაგრამ, სანამ შეწყალებაზე იქნება საუბარი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არიან ეს პირები, ვინ გადაამეტა უფლებამოსილებას, ვინ იჯალათა, ვინ გასცა ბრძანება. ამას სჭირდება დადგენა," - განაცხადა ხაზარაძემ.
    91 ნახვა
    28-04-2021, 09:41