GOGA.TV
ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთო სპეციალური პენიტენციური სამსახური
  • ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთო სპეციალური პენიტენციური სამსახური

    კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთო სპეციალური პენიტენციური სამსახური. ყიფშიძის საუნივერსიტეტო კლინიკაში 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში მყოფი უწყების თანამშრომლები აიცრნენ.

    "ევროპის იმუნიზაციის კვირეულის" ფარგლებში მიმდინარე პროცესს უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. კიდევ ერთხელ ითქვა, რომ დღეს არსებული პანდემიის თავიდან ასაცილებლად სწორედ ვაქცინაციაა გამოსავალი.
    152 ნახვა
    29-04-2021, 00:46