GOGA.TV
  • შესაძლოა "ფაიზერმა" კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების წარმოება დაიწყოს

    შესაძლოა "ფაიზერმა" კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების წარმოება დაიწყოს, "დღის კურიერის" ეთერში ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ განაცხადა, რომ ამ აბებით ადამიანებს შეეძლებათ სახლის პირობებში უმკურნალონ კორონავირუსს.

    "წლის ბოლოს, შესაძლოა, "ფაიზერმა" ნამდვილად შექმნას აბები. ასეთი აბები ჩვენ გვაქვს c-ჰეპატიტის და აივინფექციის საწინააღმდეგოდ. ამ მედიკამენტის მოქმედების მთელი არსი იქნება იმაში, რომ კორონავირუსით დაავადებულ ადამიანს შეეძლება სახლის პირობებში ამ აბებით მკურნალობა იმ კონკრეტულ მომენტში.

    კოვიდი იქცევა ჩვეულებრივ დაავადებად და არა რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევად. ეს აბები ალბათ იმოქმედებს მყისიერად,"- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.
    98 ნახვა
    30-04-2021, 10:19