GOGA.TV
  • ეკლესიური წესი არ არის საფლავებთან დიდი სუფრების გაშლა - არქიმანდრიტი იოანე​

    "ეკლესიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასულიერო პირები ყველა საფლავს აკურთხებენ. ადამიანებს არაფერი ექნებათ სადარდებელი, მთავარია მიცვალებულების სულები ტაძარში მოიხსენიონ. ამაზე დიდ რამეს ვერ გააკეთებს ადამიანი.

    ეკლესიური წესი არ არის საფლავებთან დიდი სუფრების გაშლა. ნუგეში ამ ადამიანებისთვის არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ საფლავებზე ვერ მივლენ, საფლავები იქნება ნაკურთხი,"- აცხადებს არქიმანდრიტი.

    შეგახსენებთ, აღდგომის დღესასწაულზე, 2-დან 4 მაისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოებზე გასვლა იკრძალება.
    84 ნახვა
    30-04-2021, 10:22