GOGA.TV
  • 2-დან 4 მაისის ჩათვლით სასაფლაოებზე გასვლა აკრძალული იქნება ქვეყნის მასშტაბით

    უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე აცხადებს, რომ მოსახლეობას 2-დან 4 მაისის ჩათვლით სასაფლაოებზე გასვლა არ შეეძლება.

    ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

    "სასაფლაოებზე გასვლა, როგორც შარშან იყო აკრძალული, აიკრძალა წელსაც. ეს აკრძალვა ეხება 2-დან 4 მაისის პერიოდს და მასში არ არის გამონაკლისები გეოგრაფიული ლოკაციების მიხედვით. ეს სრულიად საქართველოს ეხება. 4 მაისიდან ეს შეზღუდვა არ იქნება და შესაბამისად, ამის შემდეგ მოსახლეობას სასაფლაოებზე გასვლა შეეძლება," - აცხადებს გიორგი ღიბრაძე.
    88 ნახვა
    30-04-2021, 10:25