GOGA.TV
  • ლეგენდარული მსახიობი კახი კავსაძე საზოგადოებამ დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილა

    ლეგენდარული მსახიობი კახი კავსაძე საზოგადოებამ დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილა. საქართველოს სახალხო არტისტი საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით დაკრძალეს.

    შოთა რუსთაველისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი, თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი, ოსტატი, რომელმაც თავისი შესრულებით ყველა ასაკისა და გემოვნების მაყურებლის მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა.

    კახი კავსაძე 85 წლის ასაკში, 27 აპრილს გარდაიცვალა.
    151 ნახვა
    1-05-2021, 14:32