3-9 მაისის სილამაზის კალენდარი - ცუდია: პლასტიკური ოპერაციები, აპარატული კოსმეტოლოგია

3-9 მაისის სილამაზის კალენდარი - ცუდია: პლასტიკური ოპერაციები, აპარატული კოსმეტოლოგია

ამ კვირაში მთვარე კლებადია, მოიცილეთ უსარგებლო ნივთები: გააჩუქეთ ან გადაყარეთ. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. კარგი იქნება დიეტის დაცვა. ამ კვირაში შეჭრილი თმა გვიან გაიზრდება, სამაგიეროდ, დიდი ხნით შეინარჩუნებს ფორმას. თუ ამ პერიოდში ისვენებთ, გისურვებთ, დრო ნაყოფიერად გაატაროთ.

3 მაისი, მთვარე მერწყულშია. მოგინდებათ, ხალხის მასისგან გამორჩეულად გამოიყურებოდეთ. სამოსში ორიგინალურობის გამოკვეთა.

ჩაცმულობაში უპირატესობა მიანიჭეთ ელექტრიკ ფერებს. ფერთა უჩვეულო შეხამებას. კარგ შედეგს მოგიტანთ პიგმენტური ლაქების გათეთრება.
კარგია - რეიკი, სუჯოკ თერაპია, ეპილაცია, პილინგი. იმიჯთან დაკავშირებული ექსპერიმენტები.

ცუდია - პლასტიკური
ოპერაციები, აპარატული კოსმეტოლოგია.

5 მაისი, 6:08-დან თევზებში. მოგინდებათ დასვენება, სულიერი კომფორტის შეგრძნება, მედიტაცია.

კარგია - ორთქლის აბაზანა სახის კანისთვის, წყალმცენარეების კოსმეტიკის გამოყენება. აუზისა და აბანოს პროცედურები.

ცუდია - ნებისმიერი მანიპულაცია ტერფებზე. მომატებულია ალერგიულობა და მგრძნობიარობა არომატებისადმი.

7 მაისი, 15-52-დან აქტიურ ვერძშია. მოიმატებს მოძრაობის, აქტიურობის, რამეს კეთების სურვილი. ამასთანავე, სიფრთხილე გვმართებს და განსაკუთრებით, მჭრელ საგნებთან. მოერიდეთ ტრავმებს. კარგია სპორტი, ცურვა, ნებისმიერი აქტიურობა. გაუფრთხილდით თავს.

კარგია - თმის ნიღაბის, თავის მასაჟის გაკეთება. სახისა და კანის სასარგებლო ბალახეულის ყინულით გაწმენდა.

ცუდია - არ გაცივდეთ, არ გაიცივოთ თავი, ცხვირ-პირი, მოერიდეთ სახეზე ოპერაციას, სილამაზის ნემსების გაკეთებას, ყურების გახვრეტასა და კბილები გეგმიურ მკურნალობას.

7 მაისს დღის ამ მონაკვეთში - 11:37-დან 15:54-მდე არ გირჩევთ მნიშვნელოვანი საქმეების შესრულებას. უფრო მეტიც, მოერიდეთ რამის ყიდვას ან კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარებას.

წყარო: marao.ge
433 ნახვა
3-05-2021, 02:56
[xfgiven_online] [/xfgiven_online]