GOGA.TV
მოვიდა ბრძანება, რომ დავეკავებინე იმის გამო, რომ ჩემი პატარა დის საფლავზე ვერ გადავაგორე კვერცხი
  • მოვიდა ბრძანება, რომ დავეკავებინე იმის გამო, რომ ჩემი პატარა დის საფლავზე ვერ გადავაგორე კვერცხი

    მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი ნიკა ნარსია თავისუფალია. აქტივისტის სასამართლო პროცესი ონლაინ გაიმართა. ადვოკატის ადგილზე არყოფნის გამო პროცესი გადაიდო.

    ნარსია დაკავებას პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს. მისი თქმით, აღდგომას დის და მამის საფლავზე მისვლას ცდილობდა, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. როგორც ამბობს, პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა.

    "მოვიდა ბრძანება, რომ დავეკავებინე იმის გამო, რომ ჩემი პატარა დის საფლავზე ვერ გადავაგორე კვერცხი, გავბრაზდი და შევაგინე ივანიშვილს. 24 საათი გავატარე იზოლატორში. ვემუდარებოდი, რომ აღდგომა დღეს ნუ შემიშვებთ იზოლატორში-მეთქი.

    ეს მარაზმი, ხალხო, ერთად უნდა დავასრულოთ - თუ "კარფურში" შეიძლება ათასობით ადამიანის შესვლა, სასაფლაოზე, სადაც მიცვალებულები არიან, 10-10 ადამიანი მაინც რომ შევეშვით, ხომ შეიძლებოდა,"-განაცხადა ნიკა ნარსიამ.

    ინციდენტი გუშინ, 2 მაისს, მოხდა. მომხდარზე გამოძიება 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს.
    69 ნახვა
    3-05-2021, 10:01