GOGA.TV
რომელი კერძით მოინადირებთ საყვარელი მამაკაცის გულს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • რომელი კერძით მოინადირებთ საყვარელი მამაკაცის გულს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    "მა­მა­კა­ცის გუ­ლის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა, კუ­ჭზე გა­დის" და ეს მრა­ვალ­ნა­ცა­დი, უდა­ვო ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა. თუმ­ცა მა­მა­კა­ციც არის და მა­მა­კა­ციც. ზო­დი­ა­ქოს თორ­მე­ტი ნი­შა­ნი, თორ­მეტ ფსი­ქო­ტი­პად იყო­ფა; შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მამ­რე­ბის სა­სურ­ვე­ლი მე­ნი­უც სხვა­დას­ხვაგ­ვა­რია. მო­დით, ერ­თად გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი სტა­ტის­ტი­კას, რო­მე­ლის მი­ხედ­ვი­თაც ას­ტრო­ლო­გე­ბი მა­მა­კა­ცის გას­ტრო­ნო­მი­ულ მიდ­რე­კი­ლე­ბებ­სა და ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს შო­რის ავ­ლე­ბენ პა­რა­ლელს...

    ვერ­ძი
    რო­გორც წესი, ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრე­ტენ­ზი­უ­ლო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან საკ­ვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას ცხოვ­რე­ბის ძალ­ზე აქ­ტი­უ­რი რე­ჟი­მი აქვს, ამი­ტომ ვერ­ძე­ბის საყ­ვა­რე­ლი საკ­ვე­ბი ფასთ-ფუ­დებ­ში მზად­დე­ბა. თუმ­ცა, სახ­ლშიც რომ მო­უმ­ზა­დოთ გემ­რი­ე­ლი ჰამ­ბურ­გე­რი ან ტოს­ტი, სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ირ­თმევს.

    კურო
    თუკი ქა­ლე­ბის იმ კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბით, ვინც სამ­ზა­რე­უ­ლოს გზა ვა­რა­უ­დით იცის და თქვე­ნი ცოდ­ნა კუ­ლი­ნა­რი­ა­ში, მხო­ლოდ ყა­ვის მო­დუ­ღე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, გირ­ჩევთ კურო მა­მა­კაც­თან კავ­შირს ნუ­რა­სო­დეს და­ი­ჭერთ. იგი ის კაცი არ არის, რო­მე­ლიც ნე­ბას მოგ­ცემთ ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბით ან კონ­სერ­ვე­ბით კვე­ბოთ. კურო ჭეშ­მა­რი­ტი, მი­წი­ე­რი მამ­რია. ამი­ტომ საკ­ვე­ბიც ტრა­დი­ცი­უ­ლი უყ­ვარს. ხო­რი­ცი­ა­ნი, ცხა­რე კერ­ძე­ბი. გემ­რი­ე­ლი წვნი­ა­ნი და, რა თქმა უნდა, დე­სერ­ტად – ტკბი­ლე­უ­ლი.

    ტყუ­პი
    ტყუ­პი მა­მა­კა­ცე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, იშ­ვი­ა­თად გა­მო­ირ­ჩე­ვა საკ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჭირ­ვე­უ­ლო­ბით. თუმ­ცა პრობ­ლე­მა ის არის, რომ გე­მოვ­ნე­ბა ხში­რად ეც­ვლე­ბა. ამი­ტომ დღეს თუ თქვენ მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი არა­ჟ­ნი­ა­ნი ბორშჩის ქე­ბით გა­მო­გი­ჭე­დავთ ყუ­რებს, ხვალ შე­იძ­ლე­ბა იგი­ვე ბორშჩი ამ­რე­ზით გა­და­დოს გან­ზე და სუ­ლაც ტა­ი­ლან­დუ­რი ნუ­დელ­სის გა­კე­თე­ბა და­გიკ­ვე­თოთ სახ­ლის პი­რო­ბებ­ში. თუმ­ცა, არც ისაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე ჩიპ­სებ­სა და ლუდ­ზე გა­და­ი­ა­როს სა­ინ­ტე­რე­სო ფილ­მს ან ფეხ­ბურ­თის მატჩზე მიშ­ტე­რე­ბულ­მა.

    კირჩხი­ბი
    როცა კირჩხიბ მა­მა­კაცს უკავ­ში­რებთ ცხოვ­რე­ბას, უნდა იყოთ მზად იმის­თვის, რომ სამ­ზა­რე­უ­ლოს გა­ყო­ფა დე­დამ­თილ­თან ერ­თად (თუ გყავთ სა­ერ­თოდ ასე­თი) მე­უღ­ლეს­თა­ნაც მო­გი­წევთ. დიახ, დიახ არ მო­გეს­მათ, კირჩხი­ბი მამ­რე­ბი ჩი­ნე­ბუ­ლი მზა­რე­უ­ლე­ბი არი­ან და მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს საკ­ვე­ბის მზა­დე­ბის პრო­ცე­სი. კიბო კუ­ჭით იმარ­თე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ერ კირჩხიბ­ში დევს კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი. მთა­ვა­რია, მას­ში ეს და­ფა­რუ­ლი ნიჭი გა­აღ­ვი­ძოთ და შემ­დგომ­ში, თა­ვი­სუფ­ლად შე­გეძ­ლე­ბათ სამ­ზა­რუ­ე­ლოს არ­სე­ბო­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­დილ-ვახ­შმის პე­რი­ოდ­ში გა­იხ­სე­ნოთ.

    ლომი
    ლომი მა­მა­კა­ცი მე­ფუ­რი მა­ნე­რე­ბი­თა და დიქ­ტა­ტო­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა ბუ­ნე­ბამ, შე­სა­ბა­მი­სად, იმის ილუ­ზია, რომ იგი თქვენ­თვის დი­ლით სა­წოლ­ში ყა­ვის მორ­თმე­ვით შე­ი­წუ­ხებს თავს, ნუ­რა­სო­დეს გექ­ნე­ბათ, თუნ­დაც თქვენ­ზე ყუ­რე­ბამ­დე იყოს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ ხე­ლე­ბი უნდა და­ი­კა­პი­წოთ და მომ­ხიბ­ვლე­ლი დი­ა­სახ­ლი­სის როლი თა­ვად მო­ირ­გოთ, სა­ნამ თქვენს იმ­პე­რა­ტორ მე­უღ­ლეს შიმშლის გრძო­ბა ზედ­მე­ტად შე­ა­წუ­ხებს. რაც შე­ე­ხე­ბა საკ­ვებს, მე­ნი­უ­ში სა­სურ­ვე­ლია ხორ­ცე­უ­ლი და იშ­ვი­ა­თი დე­ლი­კა­ტე­სე­ბი ჭარ­ბობ­დეს.

    ქალ­წუ­ლი
    ქალ­წუ­ლი მა­მა­კა­ცი ის უნი­კა­ლუ­რი "მოვ­ლე­ნაა", რო­მელ­საც შე­უძ­ლია ჯან­სა­ღად კვე­ბის სა­კი­თხში დი­სერ­ტა­ცია და­იც­ვას. თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც მსგავ­სი ტი­პის ქალ­წულს ვერ გა­და­ე­ყა­რეთ, და­მი­ჯე­რეთ იგი მა­ინც არა­სო­დეს მო­ი­წამ­ლავს თავს უვარ­გი­სი საკ­ვე­ბით და ყო­ველ­თვის გა­და­ა­მოწ­მებს ნე­ბის­მი­ე­რი კერ­ძის დამ­ზა­დე­ბა-წარ­მო­მავ­ლო­ბის გზებს. ქალ­წუ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი ძი­რი­თა­დად ვე­გე­ტა­რი­ა­ნულ საკ­ვებს ეტა­ნე­ბა. ამი­ტომ მე­ნი­უ­ში ბევ­რი მწვა­ნი­ლი, სა­ლა­თის ფურ­ცლე­ბი და ბოსტნე­უ­ლი ჩარ­თეთ. ეს თქვენს ქალ­წულს უდა­ვოდ მო­ე­წო­ნე­ბა.

    სას­წო­რი
    მა­მა­კა­ცი სას­წო­რი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბუ­ნე­ბით უზო­მოდ გა­ლან­ტუ­რი და თა­ვა­ზი­ა­ნია, კვე­ბის სა­კი­თხში შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ქა­ლის­თვის აუ­ტა­ნელ პარტნი­ო­რად იქ­ცეს. საქ­მე იმა­ში კი არ გახ­ლავთ, რომ მას რო­მე­ლი­მე კერ­ძი ურ­ჩევ­ნია მე­ო­რეს, არა, არა და არა! იგი უბ­რა­ლოდ არ­ჩე­ვანს ვერ აკე­თებს მწვადს, ჩა­ხოხ­ბილ­სა და კუ­პატს შო­რის. ამი­ტომ თუ მა­გი­და­ზე ერ­თდრო­უ­ლად და­დებთ მის­თვის საყ­ვა­რელ ერ­თზე მეტ კერძს, იგი შე­საძ­ლოა მში­ე­რი დარ­ჩეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­უ­ღებ­ლო­ბის გამო. ისე კი მე­ნი­უ­ში სა­სურ­ვე­ლია ხორცთან ერ­თად ტკბი­ლე­უ­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩარ­თოთ, მისი გუ­ლის მო­სა­გე­ბად. ვე­ნე­რით მარ­თულ მა­მა­კა­ცებს, რო­გორც წესი, სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­სუსნა­ვი ქა­ლებ­ზე მე­ტად უყ­ვართ.

    მო­რი­ე­ლი
    მძაფ­რი შეგ­რძნე­ბე­ბი­სა და ექ­სტრი­მის სიყ­ვა­რუ­ლი მო­რი­ელ მამ­რებს კვე­ბის სა­კი­თხშიც ახა­სი­ა­თებთ. ამი­ტომ მისი გუ­ლის მო­სა­გე­ბად, სა­სურ­ვე­ლია ცხა­რე, მჟა­ვე და პი­კან­ტუ­რი გე­მოს მქო­ნე კერ­ძე­ბის მზა­დე­ბა­ში და­ხე­ლოვ­ნდეთ. მსგავ­სად ლო­მი­სა, მო­რი­ე­ლიც დიქ­ტა­ტო­რუ­ლი და დო­მი­ნან­ტო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი მამ­რე­ბის სიას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, ამი­ტომ გირ­ჩევთ მის­გან სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ალს ხუმ­რო­ბი­თაც ნუ მო­ი­თხოვთ.

    მშვილ­დო­სა­ნი
    მა­მა­კა­ცი მშვილ­დო­სა­ნი ბუ­ნე­ბით დიდი გურ­მა­ნია. ამი­ტომ, ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბულ მამ­რებს, ხში­რად უყ­ვართ და, რაც მთა­ვა­რია, შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეხერ­ხე­ბათ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლი და გემ­რი­ე­ლი საჭ­მე­ლე­ბის კე­თე­ბა. თუმ­ცა თუკი თა­ვა­დაც გა­ა­ხა­რებთ პე­რი­ო­დუ­ლად მა­დი­საღ­მძვრე­ლი სი­ურპრი­ზე­ბით, უარს ნამ­დვი­ლად არ იქ­ნე­ბა. მთა­ვა­რია, კერ­ძის მომ­ზა­დე­ბამ­დე მო­ა­ხერ­ხოთ მისი სახ­ლში გა­ჩე­რე­ბა.

    თხის რქა
    მა­მა­კა­ცი თხის რქა ტრა­დი­ცი­ე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნია, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ვა­დაც შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­იც­ნოთ, მისი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ თუ სად არის ქა­ლის ჭეშ­მა­რი­ტი ად­გი­ლი – რა თქმა უნდა, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში. ამას­თან ერ­თად, თხის რქა მამ­რე­ბი ვერ იტა­ნენ ვე­რა­ნა­ი­რი სა­ხის ექ­სპე­რი­მენ­ტებს კვე­ბის სა­კი­თხში და ტრა­დი­ცი­უ­ლი საჭ­მე­ლე­ბი ურ­ჩევ­ნი­ათ, ორი­გი­ნა­ლურ ტრი­უ­ფე­ლე­ბის წვნი­ანს ან ქა­შა­ყის მუსს.

    მერ­წყუ­ლი
    იგი ალ­ბათ ყვე­ლა­ზე უპ­რე­ტენ­ზიო მამ­რია საკ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხში, სხვა და­ნარ­ჩე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის. მა­მა­კა­ცი მერ­წყუ­ლი იშ­ვი­ა­თად აი­გი­ვებს ქა­ლის ფუნ­ქცია-და­ნიშ­ნუ­ლე­ბას "სა­ო­ჯა­ხო კომ­ბა­ი­ნის" ფუნ­ქცი­ებ­თან, ამი­ტომ მისი სა­ხით ყვე­ლა­ზე ლო­ი­ა­ლუ­რი ქმა­რი შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ. იგი გა­გე­ბით მო­ე­კი­დე­ბა იმ ფაქტს რომ თქვენ­თვის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ალ­ზე ად­ვი­ლი ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბით კვე­ბაა და სი­ა­მოვ­ნე­ბით აგი­ბამთ მხარს სუ­პერ­მარ­კეტ­ში სა­ყი­დე­ლი კერ­ძე­ბის მე­ნი­უს შედ­გე­ნა­ში.

    თევ­ზე­ბი
    მა­მა­კა­ცი თევ­ზე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი, რო­გორც წესი, რბი­ლი, დამთმო­ბი და ლო­ი­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ამი­ტომ მათ­თან კვე­ბის სა­კი­თხზე მოგ­ვა­რე­ბა იოლ­ზე იოლი საქ­მეა. რო­გორც წესი, ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი მამ­რე­ბი იშ­ვი­ა­თად მო­ი­თხო­ვენ მე­უღ­ლის­გან ტრა­დი­ცი­უ­ლი "პირ­ვე­ლი-მე­ო­რე-მე­სა­მეს" თან­მიმ­დევ­რო­ბის დაც­ვას, მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას ძა­ლი­ან უყ­ვარს ყავა და ჩაი. ამი­ტომ მთა­ვა­რია, ოჯახ­ში ამ სას­მე­ლის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი არ გა­მო­გე­ლი­ოთ, სხვა და­ნარ­ჩენს კი რო­გორ­მე აი­ტანს კაცი.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    157 ნახვა
    6-05-2021, 01:01