GOGA.TV
დაბნელებების დერეფანი და ახალმთვარეობა - მაისის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები, რაც არ უნდა გამოგრჩეთ
  • დაბნელებების დერეფანი და ახალმთვარეობა - მაისის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები, რაც არ უნდა გამოგრჩეთ

    მა­ი­სი დატ­ვირ­თუ­ლია ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბით და ეცა­დეთ, კარ­გად და­გეგ­მოთ დღე­ე­ბი, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რი სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღოთ. უპირ­ვე­ლე­სად უნდა ვახ­სე­ნოთ დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფა­ნი, რო­მე­ლიც 23 მა­ისს იწყე­ბა; 30 მა­ისს კი პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი ხდე­ბა (23 ივ­ნი­სამ­დე). ამ პე­რი­ოდ­ში არ გირ­ჩევთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბას. დაკ­ვირ­ვა­ზე დაყ­რდნო­ბით შეგ­ვიძ­ლია გი­თხრათ, რომ ვერ მი­ი­ღებთ შე­სა­ფე­რის შე­დეგს, გა­ჭი­ა­ნურ­დე­ბა. 23 მა­ი­სის 23 ივ­ნი­სის შუ­ა­ლედ­ში და­გეგ­მეთ და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ ყო­ველ­დღი­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, და­ას­რუ­ლეთ და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი, გა­და­ა­კე­თეთ. ცოტა გა­ვუს­წრებთ მოვ­ლე­ნებს და გე­ტყვით, რომ 24 ივ­ნისს კარ­გი პე­რი­ო­დი და­ი­წყე­ბა და 26 სექ­ტემ­ბრამ­დე გას­ტანს.

    ახლა კი თან­მიმ­დევ­რუ­ლად გან­ვი­ხი­ლოთ მა­ი­სის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი:

    20 მა­ი­სამ­დე მზე კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში იქ­ნე­ბა. ყუ­რა­დღე­ბა იქ­ნე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი შემ­დეგ სა­კი­თხებ­ზე: სიყ­ვა­რუ­ლი, ჰარ­მო­ნია, ფული და ფი­ნან­სე­ბი, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, ქო­ნე­ბა.

    23 აპ­რილს პლა­ნე­ტა მარ­სი (აქ­ტი­უ­რო­ბა, ბრძო­ლა, ქმე­დე­ბა) კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ვი­და და იქ დარ­ჩე­ბა 11 ივ­ნი­სამ­დე. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ უმე­ტე­სო­ბას მო­უნ­დე­ბა სა­ო­ჯა­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა: რე­მონ­ტი და მშე­ნებ­ლო­ბა, ავე­ჯის გა­და­ად­გი­ლე­ბა, სა­მი­წათ­მოქ­მე­დო საქ­მე. გახ­შირ­დე­ბა ნა­თე­სა­ვებ­თან ვი­ზი­ტი. ცუდი ისაა, რომ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეთ ემო­ცი­უ­რი, ბუ­ტია, იმა­ტოს გა­უ­აზ­რე­ბელ­მა ში­შებ­მა.

    4 მა­ისს პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი ტყუპ­ში, თა­ვის სახ­ლში გა­და­ვი­და, სა­დაც დარ­ჩე­ბა 11 ივ­ლი­სამ­დე. აქ იგი თავს ლა­ღად გრძნობს. მო­ი­მა­ტებს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, გა­და­ად­გი­ლე­ბის სურ­ვი­ლი. მოგ­ვინ­დე­ბა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ნი­ჭის გა­მოვ­ლე­ნა, სწავ­ლა, კურ­სებ­სა და სე­მი­ნა­რებ­ზე დას­წრე­ბა. გახ­შირ­დე­ბა მი­მოს­ვლე­ბი ახლო მან­ძილ­ზე; შეხ­ვედ­რე­ბი, გა­ფარ­თოვ­დე­ბა ნაც­ნობ­თა წრე, მარ­ტი­ვად მო­აგ­ვა­რებთ დო­კუ­მენ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს. წარ­მა­ტე­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა ელით მარ­კე­ტინ­გი­სა და პი­ა­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს. მო­ი­მა­ტებს ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის სურ­ვი­ლი. და­გი­რე­გუ­ლირ­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­თან, მე­ზობ­ლებ­თან, ახ­ლობ­ლებ­თან. ეცა­დეთ, ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე ან შეხ­ვედ­რა მერ­კუ­რის რეტ­როგ­რა­დუ­ლო­ბამ­დე და­ნიშ­ნოთ.

    9 მა­ისს სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ფლირ­ტის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა ტყუ­პის ზო­დი­ა­ქოს ეს­ტუმ­რე­ბა. ნაც­ნო­ბო­ბა გახ­დე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო და მარ­ტი­ვი, გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის მო­ხიბ­ვლა. და­ფას­დე­ბი­ან პო­ე­ტუ­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბე­ბი. ადა­მი­ა­ნებს მო­უნ­დე­ბათ ლა­მა­ზი, მა­ღალ­ფარ­დო­ვა­ნი სი­ტყვე­ბით სა­უ­ბა­რი. ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გახ­დე­ბა მსუ­ბუ­ქი და სა­სი­ა­მოვ­ნო. მო­ი­მა­ტებს კოს­მე­ტო­ლო­გი­უ­რი, სი­ლა­მა­ზის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვა.

    ახალმთვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით 11 მა­ისს 22:59-ზე, კუ­როს 22-ე გრა­დუს­ში. ამ დღემ­დე უმ­ჯო­ბე­სია, და­ას­რუ­ლოთ ყვე­ლა და­წყე­ბუ­ლი საქ­მე, მო­ი­ცი­ლოთ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, გა­მო­უ­სა­დე­გა­რი ნივ­თე­ბი. და­ა­ლა­გოთ ბინა. ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე მო­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გა­უ­გებ­რო­ბე­ბი, ბუნ­დო­ვა­ნე­ბა; ადა­მი­ა­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად ვერ მიხ­ვდნენ, რა უნ­დათ. ნუ გა­და­ვარ­დე­ბით ილუ­ზი­ებ­სა და ტყუ­ი­ლებ­ში.

    13 მა­ისს მზე (ეგო) ლი­ლიტს (ცდუ­ნე­ბა) უერ­თდე­ბა. ეცა­დეთ ამ დღეს არ და­ი­წყოთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთვა­რე მზარ­დია. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ფი­ნან­სუ­რი ზა­რა­ლი, შეც­დო­მე­ბი.

    14-ში დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის პლა­ნე­ტა - იუ­პი­ტე­რი ცოტა ხნით გა­და­ვა თევ­ზებ­ში (28 ივ­ლი­სამ­დე). ახლა ის მერ­წყულ­შია და ვხე­დავთ კი­დეც რომ მსოფ­ლი­ო­ში ქა­ო­სუ­რი, გა­ურ­კვე­ვე­ლი, სპონ­ტა­ნუ­რი, და­უ­გეგ­მა­ვი ქმე­დე­ბე­ბი ხდე­ბა, რაც სირ­თუ­ლე­ებს იწ­ვევს. იუ­პი­ტე­რი დიპ­ლო­მა­ტი­ა­სა და სა­ერ­თა­შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბებ­საც გა­ნა­გებს და თა­ვა­დაც ამ­ჩნევთ, რომ ამ სფე­რო­ებ­ში ქა­ო­სია. იუ­პი­ტე­რი თევ­ზე­ბის მე­ო­რე მმარ­თვე­ლია და გარ­კვე­ულ ცვლი­ლე­ბებს მა­ი­სის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან უკვე ვიგ­რძნობთ. იუ­პი­ტე­რი ახლა ცოტა ხნით გა­და­ვა თევ­ზებ­ში, წლის ბო­ლოს კი უკვე დიდი ხნით - 2021 წლის 29 დე­კემ­ბრი­დან 22 წლის 11 მა­ი­სამ­დე. და­აკ­ვირ­დით იუ­პი­ტე­რის ამ ხან­მოკ­ლე გა­დას­ვლას თევ­ზებ­ში, ნა­ხეთ რა ცვლი­ლე­ბებს მო­გი­ტანთ, რათა წლის ბო­ლოს უკვე მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდეთ.

    14 მა­ის­ვე გვაქვს წლის სა­უ­კე­თე­სო დღე. ამ დღეს კარ­გია ახა­ლი საქ­მე­ე­ბის, პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბა, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის, ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის ყიდ­ვა; ახალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გა­დას­ვლა; ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა; ქორ­წი­ნე­ბა (ან ნიშ­ნო­ბა); ხან­გრძლი­ვი მოგ­ზა­უ­რო­ბის და­წყე­ბა; ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის და­ნერგვა; უა­რის თქმა მავ­ნე ჩვე­ვებ­ზე; ქველ­მოქ­მე­დე­ბა; ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი და ფუ­ლის და­ბან­დე­ბა და ა.შ.

    20 მა­ისს მზე გა­და­ვა ტყუ­პის ზო­დი­ა­ქო­ში, სა­დაც გა­ჩერ­დე­ბა 21 ივ­ნი­სამ­დე. ახლა უკვე სამი პი­რა­დი პლა­ნე­ტა: მერ­კუ­რი, ვე­ნე­რა და მზე იქ­ნე­ბი­ან ტყუპ­ში. მო­გინ­დე­ბათ სწავ­ლა, ახა­ლი მი­მა­რუ­ლე­ბე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა, მო­ი­მა­ტებს შეხ­ვედ­რე­ბი­სა და კონ­ტა­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. მი­ი­ღებთ ახალ და სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ებს. გახ­შირ­დე­ბა ხან­მოკ­ლე მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი (ექ­სკურ­სი­ე­ბი, პიკ­ნი­კე­ბი, ლაშ­ქრო­ბე­ბი).

    ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან დღე­ზე შე­ვა­ჩე­რებ თქვენს ყუ­რა­დღე­ბას, - 22 მა­ი­სი ეს არის დღე, როცა შე­გიძ­ლი­ათ მო­ა­წყოთ სამ­კურ­ნა­ლო შიმ­ში­ლო­ბა ან გან­ტვირ­თვის დღე ხილ­ზე ან ბოსტნე­ულ­ზე.

    23 მა­ი­სის-11 ოქ­ტომ­ბრის შუ­ა­ლედ­ში პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნი რეტ­როგ­რა­დუ­ლი იქ­ნე­ბა. სა­ტურ­ნი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია პრო­ფე­სი­ას­თან, ბიზ­ნეს­თან, სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­თან, მშე­ნებ­ლო­ბას­თან, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას­თან. ის არის ბე­დი­სა და კარ­მის პლა­ნე­ტა. ამ პე­რი­ოდ­ში გა­გი­ჭირ­დე­ბათ საქ­მე­ე­ბის­თვის "თა­ვის მობ­მა", სა­კუ­თარ თავ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბო­ბის აღე­ბა. თუმ­ცა, კარ­გია, თუ მი­უბ­რუნ­დე­ბით უკვე და­წყე­ბულ საქ­მე­ებს და გა­ნა­ვი­თა­რებთ ან და­ას­რუ­ლებთ მათ.

    თვის მთა­ვა­რი მოვ­ლე­ნა 26 მა­ისს გვე­ლო­დე­ბა, ესაა მთვა­რის სრუ­ლი დაბ­ნე­ლე­ბა მშვილ­დოს­ნის მე-6 გრა­დუს­ში, 15:18-ზე. ამ დღეს იხ­სნე­ბა დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფა­ნი. გა­იხ­სე­ნეთ, რა მოხ­და 18 წლის წინ. შე­იძ­ლე­ბა და­ას­რუ­ლოთ, შე­დე­გი მი­ი­ღოთ იმ საქ­მის­გან, რაც მა­შინ და­ი­წყეთ. ამ დღეს მო­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ემო­ცი­უ­რო­ბა, მო­ე­რი­დეთ და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას. არა­ვის მო­ა­ტყუ­ე­ბინთ თავი, მო­ე­რი­დეთ ილუ­ზი­ებ­სა და გა­ურ­კვევ­ლო­ბებს. იყა­ვით გულ­წრფე­ლი სა­კუ­თარ თავ­თან და გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. რა საკ­ვირ­ვე­ლია, ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ამ მოვ­ლე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვრცელ სტა­ტი­ას მო­გიმ­ზა­დებთ.

    და­ბო­ლოს, მა­ი­სის ბოლო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა - პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი 30-ში რეტ­როგ­რა­დულ სვლა­ში გა­და­ვა 23 ივ­ნი­სამ­დე. გირ­ჩევთ, მა­ი­სის ბო­ლომ­დე და­ას­რუ­ლოთ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე. რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რის პე­რი­ოდ­ში კი არ და­ი­წყოთ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი, არ გა­ა­ფორ­მოთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი. არ და­ნიშ­ნოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი.
    ბედ­ნი­ერ მა­ისს გი­სურ­ვებთ!

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    195 ნახვა
    7-05-2021, 00:03