GOGA.TV
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას ციხიდან გამოშვების სპეცოპერაცია წარმატებით სრულდება
  • მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას ციხიდან გამოშვების სპეცოპერაცია წარმატებით სრულდება

    ნიკა მელია ევროკავშირის გირაოს თანხმდება- განცხადება გიორგი ბოტკოველმა გააკეთა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პარტიის თავმჯდომარესთან საკანში, ბაჩუკი ქარდავასთან ერთად იმყოფებოდა.

    როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ითქვა, ნიკა მელია საპატიმროს სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში დატოვებს.

    პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას ციხიდან გამოშვების სპეცოპერაცია წარმატებით სრულდება.

    "არ ვიცი რა დავარქვა თუ არა ბაქიბუქი მისი მხრიდან, რომ არ გადაიხდიდა და არ დათანხმდებოდა გირაოს. სპეცოპერაცია მელიას გამოშვების შესახებ წარმატებით სრულდება. ეს კარგია და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.

    უბრალოდ, ნიკა მელია ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო მისმა ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა და გუნდის წევრებმა, როდესაც მისი თავმოყვარეობის შელახვაზე გაატარეს თავიანთი გეგმები,"- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

    პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" სახის შენარჩუნება გაუჭირდება.

    "ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილს ყველა გეგმა ჩაეფუშა, რომელიც ქვეყნის დესტრუქციას და დესტაბილიზაციას გულისხმობდა,"- აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
    176 ნახვა
    7-05-2021, 09:52