GOGA.TV
  • პრეზიდენტთან პრემიერის შეხვედრა დასრულდა

    პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის შეხვედრა თითქმის ერთ საათს გაგრძელდა. ირაკლი ღარიბაშვილის და სალომე ზურაბიშვილის აუდიენციას ოდნავ მოგვიანებით დავით ზალკალიანიც შეუერთდა.

    კომენტარები ან ოფიციალური განმარტება არ გაკეთებულა, თუმცა, სავარაუდოდ, განხილვის საგანი ამ შემთხვევაშიც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იყო, რომლის გამოც პრეზიდენტმა შესაძლოა პირველად ვეტოს უფლება გამოიყენოს.

    აღსანიშნავია, რომ დღის პირველ ნახევარში მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან ერთად, ორბელიანების სასახლეში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურიც იმყოფებოდა, რომელმაც შენობა მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა.
    185 ნახვა
    7-05-2021, 15:27