GOGA.TV
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ
  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ

    საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

    განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
    148 ნახვა
    8-05-2021, 10:08