GOGA.TV
youtube
3
  • დიდუბეში მომხდარი ტრაგედიის დეტალები ცნობილია

    დიდუბეში მომხდარი ტრაგედია - ჩანაწერიდან, რომელიც "კურიერმა" ყაზახეთის მოქალაქე 26 წლის ქალის სიკვდილის საქმესთან დაკავშირებით მოიპოვა, დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

    აუდიო ჩანაწერში მამაკაცი ქალს მისი მოტყუების გამო ემუქრება, რასაც ქალი კატეგორიულად უარყოფს. ამასთან მამაკაცი მის გავლენებზე საუბრობს და ამბობს, რომ ის 10 წელი ციხეში იჯდა.

    მუქარაზე და ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობდა სიკვდილამდე ახლობელთან მიწერილ შეტყობინებაშიც ასელ აიტპაევა. ყაზახურ მედიასთან დაღუპულის ბიძაშვილი ჰყვება, რომ ასელ აიპაევამ მას ბოლოს - აუდიო-შეტყობინება ხუთ მაისს გაუგზავნა

    "მეშინია, დამარტყა... და ეს ყველაფერი არ არის..." - ეს არის ბოლო შეტყობინება, რომელიც ასელ აიტპაევამ ახლობელს მისწერა. ამ შეტყობინების შემდეგ კი 26 წლის ქალი კონტაქტზე აღარ გამოსულა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ბ.თ. -მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა. ბ.თ.-ს ქმედების შედეგად, მძიმე ფსიქო-ტრავმულ მდგომარეობაში მყოფი ა.ა. მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

    საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბ.თ.-ს ბრალდება წარუდგინა. სამართალდამცველებმა ბ.თ. 6 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ყაზახეთის მედიის ცნობით, 26 წლის ქალი საქართველოში, სამუშაოდ, აპრილში ჩამოვიდა.
    301 ნახვა
    8-05-2021, 10:19