GOGA.TV
  • ინციდენტი საოკუპაციო ხაზთან

    ინციდენტი საოკუპაციო ხაზთან, - სოფელ დიცის მცხოვრებლები "კურიერს" უყვებიან, რომ საოკუპაციო ღობე ავტომანქანამ გაანგრია. მან საოკუპაციო ღობის კარი მოგლიჯა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა. როგორც ირკვევა, შემთხვევის შემდეგ, მძღოლი ადგილობრივებსაც გამოელაპარაკა. პარალელურად კი საოკუპაციო ძალებში განგაში გამოცხადდა.

    ადგილობრივების თქმით, ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ პირს უკან მიბრუნებისას საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები დაედევნენ, დაიჭირეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. საუბარია იმაზეც. რომ აღნიშნული ავტომობილის მიმართულებით რუსმა ოკუპანტებმა გაისროლეს კიდეც.
    131 ნახვა
    8-05-2021, 10:26