GOGA.TV
ბედნიერების პლანეტა ნიშანს იცვლის - ასტროლოგები მსოფლიოში მოსალოდნელ დიდ ცვლილებებსა და ზოდიაქოს 3 ნიშანზე, რომლებსაც ერთი წელი სასიკეთო პერიოდი ელით
  • ბედნიერების პლანეტა ნიშანს იცვლის - ასტროლოგები მსოფლიოში მოსალოდნელ დიდ ცვლილებებსა და ზოდიაქოს 3 ნიშანზე, რომლებსაც ერთი წელი სასიკეთო პერიოდი ელით

    იუპიტერს ასტროლოგიშია დიდი ბედნიერების, სიკეთის პლანეტას ეძახიან. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ იუპიტერს მხოლოდ ბედნიერება მოაქვს. იგი დაახლოებით ერთი წელი ჩერდება თითოეულ ნიშანში. 2021 წლის 14 მაისს ის თავის სახლს - თევზებს ესტუმრება. ცოტა ხანი გაჩერდება და მერე რეტროგრადული სვლით ისევ მერწყულში დაბრუნდება, სადაც ახლა დგას და უკვე წლის ბოლოს დიდი ხნით დაბრუნდება თევზებში.

    თევზებში იუპიტერი ნეტუნის მასპინძლობაში (იუპიტერი და ნეპტუნი თევზები თანამმართველები არიან) იქნება. იუპიტერი სოციალური პლანეტაა და მისი გავლენაც ძირითადად სოციალურ საკითხებზე მოხდება. თევზები არის ყველაფერი დაფარულის, საიდუმლოს, მისტიკურის ნიშანი, ზოგ შემთხვევაში კი ჯაშუშებისაც. ნუ გაგვიკვირდება, თუ იუპიტერის თევზებში სტუმრობა მოგვიტანს ძალაუფლებისთვის ფარულ ბრძოლის მაგალითებს. შეიძლება ზოგ ქვეყანაში გაძლიერდეს ჯაშუშური თემები; შეიძლება გამოვლინდეს რაღაც ფარული საქმიანობა სოციალურ თემებში.

    ნეტუნის გვერდით იუპიტერი თევზებში თავს ბუნებრივად, ლაღად გრძნობს და შეიძლება თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინოს. გამორიცხული არაა, რომ მოიხსნას შეზღუდვები მოგზაურობაზე, გაიხსნას საზღვრები, გამოჩნდება მოგზაურობის, თვალსაწიერის გაფართოების, უცხოელებთან და საზღვარგარეთ საქმიანობის სურვილი. ამის თქმის უფლებას გვაძლევს ის მომენტი, რომ იუპიტერი, ყველაფერი დანარჩენთან ერთად, ყველაფერი უცხოურის, საზღვარგარეთის სიმბოლოა. აი, ვვარაუდობთ, რომ მოგზაურობაზე სრულად შეზღუდვები მოიხსენება 2023 წლის მარტში, როცა აკრძალვებისა და შეზღუდვების პლანეტა სატურნი დატოვებს მერწყულის ნიშანს.

    მოვლენებს ცოტათი წინ გავუსწრებთ და აქვე გეტყვით, იუპიტერის თევზებში გადასვლა ვის მოუტანს განსაკუთრებულ სიკეთეს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში წყლის ნიშნებს: თევზებს, კირჩხიბებსა და მორიელებს. პოზიტიურ ცვლილებებს იგრძნობთ ყველა, მაგრამ განსაკუთრებით გაუმართლებთ თევზებს.

    ახლა გადავხედოთ ასტროისტორიას, რა მოხდა 12 წლის წინ, 2010 წელს, როცა იუპიტერი თევზებში სტუმრობდა. ეს წელი გამოირჩეოდა წყალთან დაკავშირებული ბუნებრივი კატაკლიზმებით. ეს შეიძლება იყოს წვიმიანი ზაფხული, თოვლიანი ზამთარი და ა.შ. რამაც შეიძლება მდინარეების ადიდება და მასთან დაკავშირებული უსიამოვნებები მოგვიტანოს. თევზები, ნეპტუნი წყლის სიმბოლოა, იუპიტერი კი გაფართოების. ამიტომ, წინასწარვე ვიყოთ გაფრთხილებულები და მზად, რომ ფაქტის წინაშე არ აღმოვჩნდეთ. გაიხსენეთ, რა მოხდა 2010 წელს დასავლეთ ევროპაში - დაიტბორა ქვეყნების უმეტესობა. აგრეთვე, წყალდიდობასთან და მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებული სტიქიური უბედურებები მოხდა ჩინეთში, ფილიპინებზე, ინდონეზიაში, პაკისტანში და ა.შ. რეკორდული თოვლი მოვიდა ევროპასა და ამერიკში. დამანგრეველი ტროპიკული შტორმი "აგათაც" 2010 წლის მოვლენაა.

    2010 წელს თევზებში მყოფ იუპიტერს ზემოხსენებული სატურნი და სხვა უმაღლესი პლანეტები ცუდად უპირისპირდებოდა, 2021 წელს ასეთი მკაცრი ასპექტაცია არ გველოდება, მაგრამ წყალთან დაკავშირებული უსიამოვნებები მაინც მოსალონელია, რადგან სატურნი ახლა ჰაერის სტიქიაში - მერწყულში მდებარეობს, ხოლო ურანი (მოულოდნელობების პლანეტა) - მიწის სტიქიაში - კუროში. როცა იუპიტერი მთვარეს ან მარსს ცუდად დაუპირისპირდება, ბუნებრივი კატაკლიზმები შეიძლება გამოიწვიოს.

    კიდევ ერთი გამორჩეული მინიშნება, როცა თევზებში იუპიტერი გადავა: თევზები არის მისტიკის, საიდუმლოებების, რწმენის, სულიერების, ეზოთერიკის ნიშანი. გამორიცხული არაა, ამ ტრანზიტის დროს გამოჩნდნენ უფრო მეტი სულიერი ლიდერები, გურუები, გამოჩნდნენ ახალი საიდუმლო საზოგადოებები. ადამიანებს მოუნდეთ რწმენაში განმტკიცება, რელიგიასთან მიახლოება. შეიძლება მეტად მოუნდეთ საკუთარ თავში, საკუთარ შინაგან სამყაროში ჩაღრმავება, გარკვევა. ადამიანები იდეალების ძიებაში იქნებიან.

    თევზებში იუპიტერის გადასვლა გავლენას იქონიებს მედიცინაზეც. მედიცინა განვითარდება, გამოჩნდება ახალი პრეპარატები, მედიკამენტები, ვაქცინები, გამოჩნდება მკურნალობის ახალი მეთოდები. განვითარდება მიმდინარეობა, რაც ქიმიაზე, ქიმიურ რეაქციებზეა დამოკიდებული (ნეპტუნი წყალთან ერთად ქიმიურ საშუალებსა და მოვლენებსაც მართავს, იუპიტერი კი გააფაროებს მათ. სხვათა შორის, ისევ რომ მივუბრუნდეთ ასტროისტორიას, 2010 წელს დაიწყეს ღორის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. განვითარდება ანესთეზიის თემაც და იმ ნივთიერებებისაც, რაც ადამიანში გონების დაბინდვას იწვევს. ამასთან, აქვე უნდა ითქვას, რომ გამორიცხული არაა მასობრივი მოწამვლები სასმელებისგან (წყალიც), საკვებისა და მედიკამენტებისგან.

    თევზები არის საიდუმლოებების, იზოლაციის, საავადმყოფოების, საპყრობილეების თემა. ამიტომ, გამორიცხული არაა, იუპიტერის თევზებში ყოფნის დროს აშენდეს ახალი საავადმყოფოები, ციხეები, იზოლაციის დაწესებულებები.

    და ბოლოს, უახლოეს მომავალში გაეცანით ასტროპროგნოზსაც, თუ რას მოგიტანთ იუპიტერის თევზებში გადასვლა კონკრეტულად თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

    წყარო: intermedia.ge
    211 ნახვა
    9-05-2021, 00:39