GOGA.TV
  • რიონში გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმეკვირიანი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. მოქალაქის ცხედარი ოჯახის წევრის მხრიდან იდენტიფიცირებულია. საძიებო-სამაშველო სამუშაოებში სულ ჩართული იყო 450 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი და 15 ნავი. ტერიტორიის დათვალიერება დრონების, ხოლო წყლის ფსკერის მონიტორინგი სპეციალური აპარატის საშუალებით მიმდინარეობდა.
    178 ნახვა
    9-05-2021, 09:37