GOGA.TV
10-16 მაისის სილამაზის კალენდარი - ესტუმრეთ კოსმეტოლოგს, კარგია თმის შეღებვაც
  • 10-16 მაისის სილამაზის კალენდარი - ესტუმრეთ კოსმეტოლოგს, კარგია თმის შეღებვაც

    10 მაისს ნუ აჰყვებით ცდუნებას, იყავით მშვიდი და აუღელვებელი. მომდევნო დღეს ახალმთვარეობას ველოდებით, ამ დღეს არაფერი მნიშვნელოვანი არ მოიმოქმედოთ. გაეცანით სიახლეებს, კარგ შედეგს მოგიტანთ განმავითარებელი ინფორმაცია. მეტად დაისვენეთ. მომდევნო დღეს დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები, იზრუნეთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. საღამოს რომანტიკული პაემანი შეგიძლიათ დანიშნოთ. უქმეები შინ, ოჯახის წევრების გვერდით გაატარეთ. აჩუქეთ მათ მეტი მზრუნველობა, ყურადღება და სიყვარული.
    14 მაისს 14:53-ის მერე დაისვენეთ, უკურსო მთვარეა და შედეგი არაფერს ექნება.

    10 მაისი, დინჯი მთვარე კუროშია. კარგი დღეა კოსმეტოლოგთან ჩასაწერად.
    თავისა და სახის კანის კვებისთვის. თმის შეღებვა. გემრიელობის ჭამით გაგიუმჯობესდებათ განწყობა, სასარგებლოა - თევზი და ზღვის პროდუქტები.
    კარგია - მკვებავი ნიღბების გაკეთება. წარბების კორექცია, პილინგი, სკრაბი. პარაფინის პროცედურები. თმის შეღებვა.
    ცუდია - მოერიდეთ ნებისმიერ მანიპულაციას ტუჩებზე, ყელის გაცივებას ან გადატვირთვას (თუნდაც, ხმამაღალი ლაპარაკით) პროცედურებით არ ჩაერიოთ კისრისა და ყელის ზონებში. არ მიიღოთ ცივი სასმელები და საკვები.

    11 მაისი, 16:43-დან მთვარე ტყუპს ესტუმრება. ცვალებადი მთვარე. კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა. მოიმატებს ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობისა და გადაადგილების სურვილი. მოუფრთხილდით ხელებს, ფილტვებს.
    კარგია - სუნთქვითი ვარჯიში. მასაჟი, არომათერაპია. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.
    ცუდია - მანიკიური, ფრჩხილების დაგრძელება. ნებისმიერი მანიპულაცია ხელებთან.

    15 მაისი, 5:30-დან კვირის ბოლომდე ემოციური მთვარე კირჩხიბის ზოდიაქოში იქნება. იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა. დიასახლისებს საჭმელი გამოსდის განსაკუთრებით გემრიელი. სასარგებლოა პურისა და სხვა ფქვილეულის გამოცხობა. არ გადატვირთოთ კუჭი.
    კარგია - აბაზანის მიღება, კარგ შედეგს მოგიტანთ დამატენიანებელი კრემების გამოყენება. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.
    ცუდია - კუჭის გამოკვლევა, ნებისმიერი მანიპულაცია მკერდის და საშვილოსნოს ზონასთან. ტყუილის თქმა.

    წყარო: marao.ge
    195 ნახვა
    10-05-2021, 00:23