GOGA.TV
ნიკა მელიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის და აშს-ს ელჩებს
  • ნიკა მელიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის და აშს-ს ელჩებს

    ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ მის გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. ნიკა მელიამ ასევე მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს, ევროსაბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და აშშ-ის ელჩს.

    განსაკუთრებული მადლობა კი ნიკა მელიამ ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ჟიგიმანტას პავილიონისს გადაუხადა.

    "მან გამოაღვიძა საერთაშორისო საზოგადოება და მაშინ, როდესაც ალბათ ყველაზე უფრო მეტად მიჭირდა ჩამოფრინდა ლიეტუვიდან საქართველოში და მოვიდა ენმ-ს ცენტრალურ ოფისში სოლიდარობის გამოსაცხადებლად, უზარმაზარი შრომა გასწია.

    რომ არა ბატონი პავილიონისი, არა მგონია ეს შედეგი დამდგარიყო, რომელიც დადგა," - განაცხადა ნიკა მელიამ.
    210 ნახვა
    10-05-2021, 10:52