GOGA.TV
Top სამი ვირივით ჯიუტი ზოდიაქოს ნიშანი
  • Top სამი ვირივით ჯიუტი ზოდიაქოს ნიშანი

    სა­ხა­სი­ა­თო შტრი­ხე­ბით არი­ან გა­მორ­ჩე­ულ­ნი, რა­საც უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი და ამ ნიშ­ნის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტის გავ­ლე­ნა იწ­ვევს ხოლ­მე. არ­სე­ბო­ბენ ლო­ი­ა­ლუ­რი, რბი­ლი და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ინ­დი­ვი­დე­ბი, თუმ­ცა ამის პა­რა­ლე­ლუ­რად ჯი­უ­ტე­ბი, უა­პე­ლა­ცი­ოდ პრინ­ცი­პუ­ლე­ბი და ეგო­ცენ­ტრი­კუ­ლე­ბიც გვხვდე­ბი­ან. ამი­ტომ საქ­მი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­სას ან პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­სურ­ვე­ლია გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ თქვე­ნი პარტნი­ო­რის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი და ისიც, არის თუ არა იგი მიდ­რე­კი­ლი ჩა­ნა­სახ­ში­ვე სი­ჯი­უ­ტის­კენ. დღეს სამ, ყვე­ლა­ზე პრინ­ცი­პულ ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს გა­გაც­ნობთ.

    კურო - კურო მი­წის ნიშ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. ამი­ტომ ხა­სი­ათ­ში ისე­თი თვი­სე­ბე­ბის სიმ­რავ­ლით და­იკ­ვეხ­ნის რო­გო­რი­ცაა: სიმ­შვი­დე, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლო­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა. მაგ­რამ ნაკ­ლიც აქვს ამ ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს - ის სა­შინ­ლად ჯი­უ­ტია. კუ­რო­ე­ბის უმე­ტე­სო­ბას ახა­სი­ა­თებს უა­პე­ლა­ციო პრინ­ცი­პუ­ლო­ბა. ამას­თან ერ­თად, რაც უფრო მე­ტად ეც­დე­ბით მას გა­ა­კე­თე­ბი­ნოთ რამე, მით უფრო ჯი­უ­ტად და­ი­ცავს იგი სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ კუ­როს სი­ჯი­უ­ტეს სა­ზღვა­რი არ გა­აჩ­ნია. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ჯი­უ­ტო­ბენ იმი­ტომ, რომ ვერ იტა­ნენ შეჩ­ვე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას. მათ სი­ახ­ლე­ე­ბი აში­ნებთ. შე­სა­ბა­მი­სად, ცვლი­ლე­ბე­ბის ალ­ბა­თო­ბას კურო ყო­ველ­თვის სი­ჯი­უ­ტით ხვდე­ბა.

    სას­წო­რი- ერთი მხრივ მას­ში სა­ოც­რად დიდი დო­ზი­თაა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბა, სირ­ბი­ლე და ტაქ­ტი. იგი გა­სა­ო­ცა­რი კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. აქვს ნიჭი თავი მო­ა­წო­ნოს გარ­შე­მო მყო­ფებს, ეხერ­ხე­ბა აწარ­მო­ოს ნა­ყო­ფი­ე­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და ზო­გა­დად იყოს კარ­გი შუ­ა­მა­ვა­ლი. მაგ­რამ მისი ნაკ­ლიც ასე­ვე არის სი­ჯი­უ­ტე. თუმ­ცა სას­წო­რის სი­ჯი­უ­ტე კუ­როს სი­ჯი­უ­ტის­გან რამ­დე­ნად­მე გან­სხვავ­დე­ბა. სას­წო­რის ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი ვერ იტა­ნენ, როცა ვინ­მე ცდი­ლობს მათ სა­კუ­თა­რი აზრი მო­ახ­ვი­ოს თავ­ზე და აი­ძუ­ლებს სას­წრა­ფო წე­სით იმოქ­მე­დოს/მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ამას­თან, რაც უფრო დი­დია ზე­წო­ლა მათ­ზე, მით უფრო დი­დია შან­სი იმი­სა, რომ სას­წო­რი არა­ფერს მო­ი­მოქ­მე­დებს. იგი სა­შინ­ლად ჯი­უ­ტი ხდე­ბა მა­შინ, როცა მის­გან კონ­კრე­ტულ და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ქმე­დე­ბებს ელი­ან. ამი­ტომ სა­სურ­ვე­ლია, თუკი დროს მის­ცემთ სას­წორს და მას იმის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, რომ მშვი­დად გა­და­წყვი­ტოს რო­გორ მო­იქ­ცეს.

    მერ­წყუ­ლი - პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნი, რო­მე­ლიც ურან­თან ერ­თად მარ­თავს ზო­დი­ა­ქოს ამ ნი­შანს გა­ნა­პი­რო­ბებს კი­დეც იმას, რომ მერ­წყუ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი მარ­თლაც რომ ვი­რი­ვით ჯი­უ­ტია. ამას­თან ერ­თად, მერ­წყუ­ლიც სას­წო­რის მსგავ­სად დიპ­ლო­მა­ტი­ურ და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლურ ადა­მი­ა­ნებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. თუმ­ცა ზე­წო­ლას და მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას ვერ იტანს. ამას­თა­ნა­ვე, მერ­წყუ­ლი არ არის აგ­რე­სი­უ­ლი ნი­შა­ნი. იგი იშ­ვი­ა­თად გა­მო­ხა­ტავს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ან და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას ჩხუ­ბით ან კა­მა­თით. უბ­რა­ლოდ, რაც არ უნდა დიდი ზე­წო­ლა გა­ნი­ცა­დოს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, მა­ინც ისე მო­იქ­ცე­ვა სა­ბო­ლო­ოდ რო­გორც თა­ვად ჩათ­ვლის სა­ჭი­როდ და არა ისე, რო­გორ საქ­ცი­ელ­საც მის­გან გარ­შე­მო მყო­ფე­ბი ელი­ან. მერ­წყუ­ლი ფიქ­რობს, რომ ყვე­ლას აქვს უფ­ლე­ბა იცხოვ­როს ისე, რო­გორც სა­ჭი­როდ მი­აჩ­ნია, მათ შო­რის თა­ვად მა­საც.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    192 ნახვა
    11-05-2021, 00:37