GOGA.TV
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი ვაქცინის ვარგისიანობაზე საუბრობს

    საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ "ფაიზერით" აცრა ადამიანს თავიდან ააცილებს სპერმასთან დაკავშირებით პრობლემას, რომელსაც COVID-19-ის ინფექცია ტოვებს. გიორგი ფხაკაძის თქმით, ასეთი დასკვნა დაიდო ისრაელში ჩატარებული კვლევის შედეგად:

    "ჩვენ გვქონდა საკითხი, თუ გახსოვთ აფეთქდა საქართველოს ინტერნეტი სპერმასთან დაკავშირებით. მე ვთქვი, რომ ვინც გადაიტანა კოვიდი არის პრობლემები სპერმასთან. ვაქცინასთან დაკავშირებით კვლევები არ იყო ჩატარებული. ძალიან სასიხარულო ამბავი მაქვს, ისრაელში ჩატარდა კვლევა, რომ "ფაიზერი" ვინც გაიკეთა ვაქცინა, სპერმასთან არანაირი პრობლემა არ არის, ეს არის ძალიან კარგი ამბავი," - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ, მისი თქმით, ასეთი დაწვრილებითი კვლევები და ინფორმაცია უნდა არსებობდეს სხვა ვაქცინებთან დაკავშირებითაც. გიორგი ფხაკაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე პირბადის მუდმივი გამოყენებაც.
    182 ნახვა
    11-05-2021, 09:53