GOGA.TV
TOP სამი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით რომელიც ასაკის მატებასთან ერთად იპყრობს სუსტი სქესის გულებს
  • TOP სამი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით რომელიც ასაკის მატებასთან ერთად იპყრობს სუსტი სქესის გულებს

    პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის "გრე­ის ანა­ტო­მი­ის" მთა­ვა­რი გმი­რი ექი­მი დე­რე­კი, რო­მე­ლიც თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­თა გულ­და­სა­წყვე­ტად რა­ტომ­ღაც "მოკ­ლეს" სე­რი­ა­ლის მეს­ვე­უ­რებ­მა. თუმ­ცა, სტა­ტი­ა­ში ნამ­დვი­ლად არ ვა­პი­რებთ "გრე­ის ანა­ტო­მი­ის" სცე­ნა­რის ავ­კარ­გი­ა­ნო­ბის გან­ხილ­ვას, სა­უ­ბა­რი თა­ვად ექი­მი დე­რე­კის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­ზე გვექ­ნე­ბა, რო­მელ­საც მსა­ხი­ო­ბი პატ­რიკ დიმპს­ლი თა­მა­შობს და რო­მელ­მაც უპი­რო­ბოდ და­ი­პყრო სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გუ­ლე­ბი. ალ­ბათ ძა­ლი­ან ცოტა თქვენ­გან­მა იცის, რომ პატ­რი­კი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ერ­თობ შე­უ­ხე­და­ვი და რბი­ლად რომ ვთქვათ უსიმ­პა­თიო ახალ­გაზ­რდა იყო. წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად კი, რო­გორც მისი ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს შე­ე­სა­ბა­მე­ბა, ამ ადა­მი­ან­მა მო­ი­პო­ვა ქა­რიზ­მა და დახ­ვე­წი­ლო­ბა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც დღეს უკვე ასაკ­ში მყო­ფი კვლა­ვინ­დე­ბუ­რად აგ­რძე­ლებს მან­დი­ლო­სან­თა გუ­ლე­ბის და­პყრო­ბას. პატ­რი­კი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით თხის რქა გახ­ლავთ და დღეს ზუს­ტად იმ მა­მა­კა­ცე­ბის სა­მე­ულ­ზე ვსა­უბ­რობთ, რო­მელ­თაც წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად ემა­ტე­ბათ შარ­მი და ქა­რიზ­მა. თხის რქა კი მათ შო­რის ლი­დე­რია წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერთა გა­ახლგაზ­რდა­ვე­ბის საქ­მე­ში.

    მე­ო­რე სა­პა­ტიო ად­გი­ლი ტყუ­პის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ მამ­რებს უკა­ვი­ათ სა­მე­ულ­ში. მერ­კუ­რი ამ ზო­დი­ა­ქოს მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ხალ­ხს ახალ­გაზ­რდულ შე­მარ­თე­ბას და ოპ­ტი­მიზმს ანი­ჭებს. ჰოდა, ისე არა­ფე­რი აბე­რებს ადა­მი­ანს დრო­ზე ადრე, რო­გორც ზედ­მე­ტი დარ­დი და პე­სი­მიზ­მი. რა­საც ტყუ­პის შემ­თხვე­ვა­ში იშ­ვი­ა­თად აქვს ად­გი­ლი. მა­მა­კა­ცი ტყუ­პი სუ­ლით მუ­დამ თი­ნე­ი­ჯე­რია და ბავ­შვიბ­ვით ხა­რობს ცხოვ­რე­ბით. ზუს­ტად ამი­ტომ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა იგი წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად უფრო და უფრო ახალ­გაზ­რდუ­ლად.

    და­ბო­ლოს, სა­მე­უ­ლის კი­დევ ერთი წევ­რია მშვილ­დო­სა­ნი. ეს მხი­ა­რუ­ლი, ოპ­ტი­მის­ტი და გულ­ღია ხალ­ხის ზო­დი­ა­ქოა. მა­მა­კა­ცი მშვილ­დოს­ნე­ბი აქ­ტი­უ­რე­ბი და მო­სუ­ვენ­რე­ბი არი­ან. ისი­ნი იშ­ვი­ა­თად ჯერ­დე­ბი­ან მარ­ტო­ო­დენ ერთ საქ­მი­ა­ნო­ბას ცხოვ­რე­ბა­ში, ამი­ტომ მრა­ვალ­მხრი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი და ცოდ­ნის და­უ­ღა­ლა­ვი სურ­ვი­ლი გა­აჩ­ნი­ათ. მშვილ­დო­სანს უყ­ვარს ხე­ტი­ა­ლი, მოგ­ზა­უ­რო­ბა, ბავ­შვე­ბი და ცხო­ვე­ლე­ბი. იგი გა­მუდ­მე­ბით ცდი­ლობს ცხოვ­რე­ბა გა­ი­ლა­მა­ზოს და სხვებ­საც დღე­სას­წა­უ­ლად უქ­ცი­ოს იგი. ზუს­ტად ამი­ტომ არის ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი მამ­რი ჭარ­მაგ ასაკ­შიც კი ახალ­გაზ­რდუ­ლად მხნე და მომ­ხიბ­ვლე­ლი სა­პი­რის­პი­რო სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა თვალ­ში.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    262 ნახვა
    12-05-2021, 00:30