GOGA.TV
ზოდიაქოს ყველაზე ყოჩაღი ცოლების TOP სამეული
  • ზოდიაქოს ყველაზე ყოჩაღი ცოლების TOP სამეული

    ჩვე­ნი სა­ი­ტის მამ­რო­ბი­თი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გულ­დას­მით უნდა გა­ეც­ნონ, იმი­ტომ რომ დღეს ჩვენ გიმ­ხელთ სა­ი­დუმ­ლოს - მა­ინც რო­მე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ქალი უნდა აირ­ჩი­ოთ ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რად, სა­ი­მი­სოდ, რომ მი­ი­ღოთ "სამი ერ­თში" - ყო­ჩა­ღი დი­ა­სახ­ლი­სი, კარ­გი კუ­ლი­ნა­რი და იდე­ა­ლუ­რი დედა თქვე­ნი პა­ტა­რე­ბის­თვის. მაშ ასე, დღეს ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა­ზე ყო­ჩა­ღი და უნი­ვერ­სა­ლუ­რი ცო­ლე­ბის სა­მე­ულს გა­გაც­ნობთ:

    ვერ­ძი - ნე­ბის­მი­ე­რი ას­ტრო­ლო­გი გე­ტყვით იმას, რომ ვერ­ძე­ბის უმე­ტე­სო­ბას უშ­რე­ტი ენერ­გია გა­აჩ­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, როცა ცო­ლად ვერძს ირ­თავს მა­მა­კა­ცი, ის იმის­თვი­საც უნდა იყოს მზად, რომ ამ ქალს თან­და­ყო­ლი­ლი ენერ­გი­ის და­ხარ­ჯვის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს. ამი­ტო­მაც ხდე­ბა ხოლ­მე ვერ­ძე­ბი იშ­ვი­ა­თად ჩერ­დე­ბი­ან ერთი ბავ­შვის გა­ჩე­ნა­ზე, უძღვე­ბი­ან ოჯა­ხის საქ­მეს და დრო სამ­სა­ხუ­რის­თვი­საც რჩე­ბათ, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ. რაც შე­ე­ხე­ბა კუ­ლი­ნა­რი­ას, ვერძს ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვი და სწრა­ფი მოს­წონს. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი სამ­ზა­რე­უ­ლოს გა­ყო­ფა მას სხვა ქალ­თან არ უწევს (მაგ. დე­დამ­თი­ლი ან მული) იგი ჩი­ნე­ბუ­ლი კუ­ლი­ნა­რი იქ­ნე­ბა და წა­მის მე­ა­სედ­ში გაშ­ლის მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი სტუმ­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ სუფ­რებს.

    კირჩხი­ბი - თან­და­ყო­ლი­ლი დედა, ცოლი და დი­ა­სახ­ლი­სია. ის კირჩხი­ბე­ბიც კი ვინც თავს თავ­გა­დაკ­ლულ "ბიზ­ნეს-ვუ­მე­ნო­ბა­ზე" დებს, გუ­ლის სიღ­რმე­ში ოც­ნე­ბობს უმ­თავ­რეს და მისი აზ­რით, ყვე­ლა­ზე პრი­ო­რი­ტე­ტულ პრო­ფე­სი­ა­ზე - იყოს ცოლი და დედა ოდეს­მე. კირჩხი­ბი ჩი­ნე­ბუ­ლი კუ­ლი­ნა­რია, სამ­ზა­რე­უ­ლო მისი სტი­ქი­აა, ხოლო შვი­ლი ამ­ქვეყ­ნად უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მი­სია და ღი­რე­ბუ­ლე­ბა. ისი­ნი აღ­მერ­თე­ბენ სა­კუ­თარ ბავ­შვებს, თუმ­ცა არც მე­უღ­ლის­თვის ავი­წყდე­ბათ ჯე­რო­ვა­ნი ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა. კირჩხი­ბებს უყ­ვართ სა­კუ­თა­რი სახ­ლი და ზრუ­ნე­ვან მის სიმ­ყუდ­რო­ვე­ზე. ამას­თან ერ­თად ისი­ნი ჩი­ნე­ბუ­ლი მას­პინ­ძლე­ბი და კარ­გი მე­სა­ი­დუმ­ლე­ე­ბიც არი­ან რო­გორც ქმრის­თვის ისე მისი მე­გობ­რე­ბის­თვის.

    ქალ­წუ­ლი - გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, მშვი­დი და ძა­ლი­ან გამ­ჭრი­ა­ხი ქა­ლია. მის­თვის არა­სო­დე­საა თვით­მი­ზა­ნი გა­თხო­ვე­ბა და ბავ­შვე­ბის გა­ჩე­ნა, თუმ­ცა, თუკი ისე ხდე­ბა, რომ გა­და­წყვი­ტა ოჯა­ხი შექ­მნას ამ საქ­მეს უბად­ლო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის მიდ­გო­მით ეკი­დე­ბა. მის­თვის ოჯა­ხი თა­ვი­სე­ბუ­რი სა­მუ­შა­ოა, სა­პა­ტიო და ღირ­სე­უ­ლი სა­მუ­შაო. ამი­ტომ იგი დე­ტა­ლე­ბის სი­ზუს­ტით ზრუ­ნავს იმა­ზე, რომ სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბი სა­ნი­მუ­შოდ მოვ­ლი­ლი, და­პუ­რე­ბუ­ლი და მი­ხე­დი­ლი ჰყავ­დეს. ქალ­წუ­ლი ქალი კარ­გი მე­ნე­ჯე­რია, შე­სა­ბა­მი­სად, ქმარს საქ­მე­შიც თა­ნას­წო­რი­ვით და­უდ­გე­ბა გვერ­დით და სა­ო­ჯა­ხო ბი­უ­ჯეტს მას­ზე უფრო მე­ტად გა­უფრ­თხილ­დე­ბა.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    316 ნახვა
    12-05-2021, 00:34