GOGA.TV
გერმანიაში კათოლიკე მღვდლები ერთსქესიანთა ქორწინებას აკურთხებენ
  • გერმანიაში კათოლიკე მღვდლები ერთსქესიანთა ქორწინებას აკურთხებენ

    გერმანიაში კათოლიკე მღვდლები ერთსქესიანთა ქორწინებას აკურთხებენ - ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს. ტანიასა და კლაუდიას ჯვრისწერის ცერემონია ფრანკფურტის მიმდებარედ არსებულ წმინდა აგნესას ეკლესიაში გაიმართა.

    ტანია ჰოლლასი: "ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და ერთად ყოფნა გვსურს. ჩვენ მარტო ქორწინებაზე არ ვფიქრობდით, მიუხედავად იმისა, რომ ხელი მოვაწერეთ. ვოცნებობდით ეკლესიურ ჯვრისწერაზე, ვინაიდან მორწმუნეები ვართ."

    აღსანიშნავია, რომ ვატიკანი ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგია, საკითხზე პოზიცია ბოლოს მარტის თვეში დააფიქსირეს.

    "ისინი ეკლესიის კურთხევას ვერ მიიღებენ," - განაცხადა რწმენის დოქტრინის კონგრეგაციამ.

    ვატიკანის პოზიციის მიუხედავად, გერმანიის კათოლიკურ ეკლესიებში მზად არიან ერთსქესიანთა ჯვრისწერა დაუშვან.

    200-მდე კათოლიკე მღვდელმა ეკლესია ჰომოსექსუალების და მათი ცხოვრების გეგმების დისკრიმინაციისთვის გააკრიტიკა.

    მღვდელი ბერნდ მენკებუშე მხარს უჭერს მოძრაობას "სიყვარული იმარჯვებს".

    მღვდელი ბერნდ მენკებუშე: "მოძრაობას ტყუილად არ ჰქვია "სიყვარული იმარჯვებს". მას ასე ჰქვია იმიტომ, რომ ზუსტად ეს გრძნობა ხელმძღვანელობს ჩვენით."

    ექსპერტების განცხადებით, ერთსქესიანთა წყვილების კურთხევის რიტუალები კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის ეკლესიაში არსებული კონფლიქტის დემონსტრირებას ახდენს. ვატიკანი გერმანიის ეკლესიის კურთხევას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.
    239 ნახვა
    12-05-2021, 01:17