GOGA.TV
  • გასული ღამის შესახებ თელავივიდან საქართველოს მოქალაქე საუბრობს

    პალესტინასა და ისრაელს შორის ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ისრაელში არ წყდება განგაშის სირენა, საჰაერო დაბომბვებს ორივე მხარეს მოყვა მსხვერპლი.

    ადგილზე არსებულ ვითარებაზე "დღის კურიერში" თელავივიდან საქართველოს მოქალაქე ნანა გუმბერიძე საუბრობს. მას ღამის გატარება თავშესაფარში მოუწია

    "ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან. ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის გაძლება. თავშესაფარში ვიყავით მთელი კორპუსი, ჩემს კორპუსს თავშესაფარი აქვს, საბედნიეროდ, ბევრს არ აქვს და ღამის გათენება კიბეებზე მოუწიათ. თავშესაფარში ვიყავით ღამის 03:00 საათიდან, დილის 05:00 საათამდე.

    ვიყავით ქართველები, რუსები, ებრაელები და თქვენ წარმოიდგინეთ, იქ იყო სასწაული, სამი ეროვნების ადამიანი, ყველა ჩვენებურად ერთდროულად ვლოცულობდით და ყველაზე მეტად ებრაელები გვამხნევებდნენ. მე გამიათმაგდა ამ ხალხის სიყვარული და ძალიან მინდა, რომ ისრაელში იყოს მშვიდობა," - განაცხადა ნანა გუმბერიძემ.
    154 ნახვა
    12-05-2021, 09:32