GOGA.TV
ფოთში 48 წლის მორიგე ექთანი კორონავირუსით გარდაიცვალა
  • ფოთში 48 წლის მორიგე ექთანი კორონავირუსით გარდაიცვალა

    ფოთში საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის გადაუდებელი ცენტრის მორიგე ექთანი კორონავირუსით გარდაიცვალა. 48 წლის ირმა თოფურიას COVID-19 მეორეჯერ 8 თვის შემდეგ დაუდასტურდა.

    სასწრაფოს ხელმძღვანელის, კესო გელენიძის განცხადებით, 48 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

    "ირმას კორონავირუსი პირველად 5 ოქტომბერს დაუდასტურდა. ის პარალელურად ფოთის საავადმყოფოშიც მუშაობდა და როგორც კი ვირუსი ხელმეორედ დაუფიქსირდა, მალევე გააგრძელა იქ მკურნალობა, მაგრამ ორ დღეში უეცრად დამძიმდა. მერე გადავიყვანეთ თბილისში ლევან რატიანთან, სადაც დღემდე ათი დღე მკურნალობდა. დღეს, სამწუხაროდ, გარდაიცვალა," - განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის დირექტორმა კესო გელენიძემ.
    139 ნახვა
    12-05-2021, 09:35