GOGA.TV
TOP სამი ყველაზე ჭკვიანი და გამჭრიახი ნიშანი - ზოდიაქოს ნიშნები თანდაყოლილი გონიერებით
  • TOP სამი ყველაზე ჭკვიანი და გამჭრიახი ნიშანი - ზოდიაქოს ნიშნები თანდაყოლილი გონიერებით

    ალ­ბათ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს მი­აჩ­ნია, რომ საკ­მა­ოდ გო­ნი­ე­რი და ჭკვი­ა­ნი არ­სე­ბაა. თუმ­ცა ერ­თე­უ­ლებს შე­უძ­ლი­ათ იმის აღი­ა­რე­ბა, რომ რე­ა­ლუ­რად არ­ცთუ მა­ღა­ლია მათი ონებ­რი­ვი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. ბრძენ­მა თქვა: "მე ის ვიცი, რომ არა­ფე­რი ვი­ციო", - ხომ გა­გი­გო­ნი­ათ. ამი­ტომ ის ფაქ­ტი, როცა ადა­მი­ა­ნი უშ­ვებს აზრს იმის შე­სა­ხებ რომ შე­საძ­ლოა მას­ზე ბევ­რად ჭკვი­ა­ნი და გამ­ჭრი­ა­ხია სხვა უკვე მე­ტყვე­ლებს ამ იდი­ვი­დის გო­ნებ­რივ მო­ნა­ცე­მებ­ზე. თვითკრი­ტი­კა თუკი იგი ობი­ექ­ტურ ჩარ­ჩო­ებ­შია მოქ­ცე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბის ზრდას არა­თუ აფერ­ხებს, პი­რი­ქით შე­სამ­ჩნე­ვად უწყობს ხელს.

    ას­ტრო­ლო­გე­ბი ბევ­რს კა­მა­თო­ბენ იმის შე­სა­ხებ, მა­ინც რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნი, გამ­ჭრი­ა­ხი და გო­ნი­ე­რი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი. ამას­თან ერ­თად, ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ ისიც, რომ არ­სე­ბო­ბენ ნიშ­ნე­ბი, რო­მელ­თაც მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტე­ბის ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თან­და­ყო­ლი­ლი გო­ნი­ე­რე­ბა გა­აჩ­ნი­ათ - პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი, რო­მე­ლიც აზ­როვ­ნე­ბა­სა და მის ფორ­მი­რე­ბა­ზე აგებს პა­სუხს ტყუპ­სა და ქალ­წუ­ლებს მარ­თავს. შე­სა­ბა­მი­სად, რაკი ჯერი ოქ­როს სა­მე­ულ­ზე მიდ­გა სწო­რედ ეს ორი ნი­შა­ნი უნდა მო­ვიხ­სე­ნი­ოთ ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნებს შო­რის. თუმ­ცა, ასე მარ­ტი­ვად როდი გახ­ლავთ საქ­მე!

    მარ­თა­ლია ტყუ­პის ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს აზ­როვ­ნე­ბის სის­ხარ­ტე­ში ვე­რა­ვინ გა­ე­ჯიბ­რე­ბა, მაგ­რამ მას აკ­ლია სიღ­რმე, რო­მე­ლიც ჭეშ­მა­რი­ტი მო­აზ­როვ­ნის­თვის არის სა­ჭი­რო. ტყუ­პი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას წა­მის მე­ა­სედ­ში ცვლი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, მათი იტე­რე­სე­ბის სფე­როც მუდ­მი­ვად ცვა­ლე­ბა­დია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სიბ­რძნეს ტყუ­პი მხო­ლოდ ხან­დაზ­მულ ასაკ­ში აღ­წევს ისიც იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი მის პი­რად კოს­მოგ­რა­მა­ში ბევ­რი პლა­ნე­ტაა გან­ლა­გე­ბუ­ლი მი­წის სტი­ქი­ის ნიშ­ნებ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ოქ­როს სა­მე­ულ­ში ტყუ­პის შეყ­ვა­ნას ვერ ვიჩ­ქა­რებთ.

    სა­მა­გი­ე­როდ, ლი­დე­რად მო­აზ­როვ­ნე­ებს შო­რის აუ­ცი­ლებ­ლად და­ვა­სა­ხე­ლებთ კი­დევ ერთ "მერ­კუ­რი­ა­ნელს" - ქალ­წულს . ქალ­წულ­თან პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი მთე­ლი თა­ვი­სი დი­დე­ბუ­ლე­ბით ვლინ­დე­ბა. ის ამ ნიშ­ნის ხალ­ხს აჯილ­დო­ებს დე­დუქ­ცი­ის უნა­რით, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლო­ბით, გა­სა­ო­ცა­რი ანა­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვი­თა და სი­ბე­ჯი­თით. რაც და­მე­თან­ხმე­ბით, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ფუნ­და­მენ­ტია სა­მო­მავ­ლოდ მყა­რი ცოდ­ნის მი­სა­ღე­ბად. ასე რომ, ყვე­ლა­ზე ჭკვი­ან­თა სა­მე­ულ­ში სა­პა­ტიო პირ­ველ ად­გილს ქალ­წუ­ლებს ვუთ­მობთ.

    მე­ო­რე ად­გილ­ზე რაც არ უნდა გა­გიკ­ვირ­დეთ ლო­მე­ბი ნო­მი­ნი­რე­ბენ და ახ­ლა­ვე აგიხ­სნით რა­ტომ. ლო­მის ზო­დი­ა­ქოს მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა მზეა, ამი­ტომ ლო­მე­ბი ბუ­ნე­ბით ეპა­ტა­ჟუ­რი ნა­ტუ­რე­ბი არი­ან. რაც თა­ვის­თა­ვად ნიშ­ნავს იმას, რომ მათ ძა­ლი­ან მოს­წონთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­კუ­თა­რი იმი­ჯის კარ­გი კუ­თხით წარ­მო­ჩე­ნა. გარ­და ამი­სა, ლომი ცე­ცხლის ნიშ­ნებს შო­რის ყვე­ლა­ზე დინ­ჯი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და წინ­და­ხე­დუ­ლია. რის ხარ­ჯზეც იგი იშ­ვი­ა­თად ჰყვე­ბა იმ­პულ­სებს და დინ­ჯად შე­უძ­ლია აწონ-და­წო­ნოს ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მოვ­ლე­ნის პლუ­სე­ბი და მი­ნუ­სე­ბი. ლომი სა­მე­ფო ნი­შა­ნია, მას ორ­გა­ნი­ზტო­რუ­ლი უნა­რი გა­აჩ­ნია, ამი­ტომ მას­შტა­ბუ­რად ფიქ­რიც კარ­გად გა­მოს­დის. რაც თა­ვის თავ­ში მო­ი­აზ­რებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბას ერ­თბა­შად ბევრ ადა­მი­ან­ზე. გარ­და ამი­სა, ლო­მე­ბის დიდ ნა­წილს მო­მიჯ­ნა­ვე ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქოს გავ­ლე­ნით, პი­რად კოს­მოგ­რა­მა­ში ძალ­ზე ხში­რად აქვთ გან­ლა­გე­ბუ­ლი პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში, რაც თა­ვის მხრივ იძ­ლე­ვა ლო­მი­ვით მე­ფუ­რი ბუ­ნე­ბის მქო­ნე, კარ­გი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბით და­ჯილ­დო­ე­ბულ და ქალ­წუ­ლი­ვით ჭკვი­ან, წინ­და­ხე­ულ პი­როვ­ნე­ბას.

    და­ბო­ლოს, კი­დევ ერთი ნი­შა­ნი, რო­მე­ლიც ჭეშ­მა­რი­ტად იმ­სა­ხუ­რებს სა­მუ­ელ­ში მოხ­ვედ­რას სა­კუ­თა­რი "გე­ნი­ა­ლუ­რო­ბით" ეს არის მერ­წყუ­ლი . პლა­ნე­ტა ურა­ნის გავ­ლე­ნის გამო, რო­მე­ლიც მერ­წყულს მარ­თავს ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი, პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე და ნო­ვა­ტო­რი ინ­დი­ვი­დე­ბი არი­ან. მათი აზ­რე­ბი ხში­რად უტო­პი­უ­რად ეჩ­ვე­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თუმ­ცა, მერ­წყუ­ლი არც მე­ოც­ნე­ბეა არც იდე­ა­ლის­ტი. მან ზუს­ტად იცის, რა მოხ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა მისი იდეა, მო­მავ­ლის პრო­ექ­ტია. ამი­ტო­მა­ცაა მერ­წყუ­ლის აზ­როვ­ნე­ბა ჭეშ­მა­რი­ტად უნი­კა­ლუ­რი. ამას­თან ერ­თად, ტყუ­პის­გან გან­სხვა­ვე­ბით მერ­წყუ­ლი თა­ნამ­მარ­თვე­ლი პლა­ნე­ტის სა­ტურ­ნის გამო ძალ­ზე ხში­რად ახერ­ხებს სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბი რე­ა­ლურ პრო­ექ­ტე­ბად აქ­ცი­ოს და ნაკ­ლე­ბად გა­და­ერ­თოს ერთი ინ­ტე­რე­სი­დან, მე­ო­რე­ზე.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    195 ნახვა
    14-05-2021, 00:21