GOGA.TV
ზოდიაქოს რომელი ნიშნის წარმომადგენელი ქალია იდეალური ნებისმიერი მამაკაცისთვის
  • ზოდიაქოს რომელი ნიშნის წარმომადგენელი ქალია იდეალური ნებისმიერი მამაკაცისთვის

    ას­ტრო­ლო­გებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ მა­მა­კაცს იმის მი­ხედ­ვით თუ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი გა­აჩ­ნია სა­სურ­ვე­ლი ქა­ლის შერ­ჩე­ვის სა­კი­თხში. თუმ­ცა, სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა ექ­სპე­რი­მენ­ტი - რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ქალი, რო­მე­ლიც თორ­მე­ტი­ვე ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის სიმ­პა­თი­ა­სა და აღ­ტა­ცე­ბას და­იმ­სა­ხუ­რებს?

    თუ ჯერი ვი­ზუ­ალ­ზე მიდ­გა, ყვე­ლა­ზე მე­ტად ქა­ლუ­რი შარ­მი­თა და მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბით სას­წო­რი, ტყუ­პი და მერ­წყუ­ლი ქა­ლე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ამი­ტომ იდე­ა­ლურ ქალს ამ ჰა­ე­რის ნიშ­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მომ­ნუს­ხვე­ლი ღი­მი­ლი, მე­ლო­დი­უ­რი ხმის ტემ­ბრი და უზა­დო გე­მოვ­ნე­ბა უნდა გა­აჩ­ნდეს.

    ვნე­ბი­ა­ნო­ბა­სა და ტემ­პე­რა­მენ­ტის მა­ღალ კო­ე­ფი­ცი­ენტზე თუ ვსა­უბ­რობთ, ამ მხრივ ვერძს, მო­რი­ელ­სა და კუ­როს ვე­რა­ვინ გა­ე­ჯიბ­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, იდე­ა­ლუ­რი ქალი ვერ­ძი­ვით "ცხე­ლი", კუ­რო­სა­ვით დიდი სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­დის მქო­ნე და მო­რი­ე­ლი­ვით ვნე­ბი­ა­ნი უნდა იყოს.

    მე­ო­ჯა­ხე­ო­ბა და სუ­პერ­დი­ა­სახ­ლი­სის თვი­სე­ბე­ბი კირჩხი­ბე­ბის­კენ, ქალ­წუ­ლე­ბი­სა და თევ­ზე­ბის­კენ უნდა მო­ვი­კი­თხოთ. ამი­ტომ იდე­ა­ლურ ქალს კირჩხი­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ქალ­წუ­ლის რა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი და თავ­და­ჭე­რი­ლო­ბა და თევ­ზე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ემო­ცი­უ­რი კომ­ფორ­ტის მი­ნი­ჭე­ბის უნა­რი უნდა გა­აჩ­ნდეს მა­მა­კა­ცის­თვის.

    და­ბო­ლოს, კარ­გი ცოლი და პარტნი­ო­რი მა­მა­კაცს გვერ­დით უნდა ედ­გეს რო­გორც თა­ნას­წო­რი. ის უნდა იყოს მის­თვის იდე­ა­ლუ­რი თა­ნა­მო­აზ­რე, მე­გო­ბა­რი და მრჩე­ვე­ლი. ამ კან­დი­და­ტუ­რას კი სრუ­ლი­ად აკ­მა­ყო­ფი­ლებს ლომი, მშვილ­დო­სა­ნი და თხის რქა. შე­სა­ბა­მი­სად, იდე­ა­ლუ­რი ქალი ლო­მი­ვით სა­ა­მა­ყო სა­ზო­გა­დო იმი­ჯით, მშვილ­დო­სა­ნი­ვით მე­გობ­რუ­ლი ხა­სი­ა­თია და თხის რქა­სა­ვით უტე­ხი ნე­ბის­ყო­ფით უნდა იყოს და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ძნელ­ბე­დო­ბის ჟამს მე­უღ­ლეს ღირ­სე­ულ მხარ­და­ჭე­რას აღ­მო­უ­ჩენს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    577 ნახვა
    14-05-2021, 00:25