GOGA.TV
"ყაზანელი მონსტრის" ფსიქიატრიულ ექსპერტიზას მოსკოვში ჩაუტარებენ
  • "ყაზანელი მონსტრის" ფსიქიატრიულ ექსპერტიზას მოსკოვში ჩაუტარებენ

    "ყაზანელი მონსტრის" ფსიქიატრიულ ექსპერტიზას მოსკოვში ჩაუტარებენ. სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, ჰქონდა თუ არა ილნაზ გალიავიევს ფსიქიკური აშლილობა და იყო თუ არა ის პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებზე, როდესაც სკოლაში შეიჭრა და მასობრივი მკვლელობა განახორციელა.

    შეგახსნებთ, რამდენიმე დღის წინ ყაზანის სკოლაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი - 7 ბავშვი და 2 მასწავლებელი. 20-მდე ადამიანმა, მათ შორის ბავშვებმა და სკოლის თანამშრომლებმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს.

    დამნაშავის დაკითხვა, რომელმაც საკუთარ თავს მონსტრი უწოდა, მისი არაადეკვატურობის გამო სათანადოდ ვერ ხერხდება. ექსპერტიზის დანიშვნაც სწორედ ამიტომ გახდა საჭირო.

    ამასთან, სკოლაში სასაკლაოს მომწყობ გალიავიევს წარსულში არც ფსიქიკური და არც ნარკოლოგიური პრობლემები არ ჰქონია. თუმცა როგორც ირკვევა, ძლიერი თავის ტკივილების გამო მას გასულ წელს თავის ტვინის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.
    195 ნახვა
    14-05-2021, 02:09