GOGA.TV
აქვს თუ არა კულინარიული ნიჭი თქვენს საყვარელ მამაკაცს ამას მისი ზოდიაქოს ნიშნით გაარკვევთ
  • აქვს თუ არა კულინარიული ნიჭი თქვენს საყვარელ მამაკაცს ამას მისი ზოდიაქოს ნიშნით გაარკვევთ

    ნე­ბის­მი­ე­რი ნიჭი, რო­გორც ასე­თი პი­როვ­ნე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და ნი­შან-თვი­სე­ბაა. თუმ­ცა თა­ვად ამ ნი­შან-თვი­სე­ბებს ხში­რად ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი, მისი მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა და ამ პლა­ნე­ტის ხა­სი­ა­თი გა­ნა­პი­რო­ბებს. მა­მა­კა­ცი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში - ალ­ბათ ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში უკვე აღარ არის ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი თემა და მო­საზ­რე­ბას "ქალი ვიცი მე ქუხ­ნა­ში" სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეგ­ნე­ბუ­ლი და ინ­ტე­ლი­გენ­ტი მამ­რო­ბი­თი ნა­წი­ლი, ნაკ­ლე­ბად უჭერს მხარს... მო­დით, სა­თი­თა­ოდ გან­ვი­ხი­ლოთ ის ფაქ­ტი, თუ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ მამ­რებს გა­აჩ­ნი­ათ გურ­მა­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად და რა სა­ხის კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა შეგ­ვიძ­ლია ვან­დოთ მათ

    ვერ­ძი
    მა­მა­კა­ცი ვერ­ძი იშ­ვი­ა­თად მე­გობ­რობს სამ­ზა­რე­უ­ლოს­თან. ამი­ტომ მის­გან მაქ­სი­მუ­მი, რა­საც უნდა ელო­დეთ, სა­ხელ­და­ხე­ლო ბუ­ტერბრო­დი და ტოს­ტერ­ში გა­ფი­ცხე­ბუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი იქ­ნე­ბა.

    კურო
    კურო მა­მა­კა­ცე­ბის თით­ქის 99% თა­მა­მად შე­გიძ­ლი­ათ მი­ან­დოთ თქვე­ნი კვე­ბის რე­ჟი­მი და სამ­ზა­რე­უ­ლო. ასე­თი კაცი ყო­ველ­თვის ზედ­მი­წევ­ნით ერ­კვე­ვა კერ­ძის მომ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ა­ში და ხში­რად სა­ო­ცარ შე­დევ­რებ­საც ქმნის ამ მხრივ.

    ტყუ­პი
    ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ მა­მა­კა­ცებ­ში, რო­გორც წესი, კარ­გი კუ­ლი­ნა­რე­ბი გვხვდე­ბი­ან. ტყუ­პის ზო­დი­ა­ქო კი­დუ­რე­ბით იმარ­თე­ბა, ამი­ტომ გა­საკ­ვი­რი არ არის, რო­გორ ახერ­ხებს თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ტყუ­პი სა­უზ­მი­სას ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე კერ­ძის მომ­ზა­დე­ბას სულ რა­ღაც 20 წუთ­ში. მთა­ვა­რია, მას სა­ა­მი­სო მო­ტი­ვა­ცია და სურ­ვი­ლი გა­აჩ­ნდეს.

    კირჩხი­ბი
    იგი არა­მარ­ტო ამ­ზა­დებს გემ­რი­ელ და მა­დი­საღ­მძვრელ კერ­ძებს, ზედ­მი­წევ­ნით შე­უძ­ლია შე­გიდ­გი­ნოთ კვე­ბის გან­რი­გი და შემ­დგომ ამი­სა, მთე­ლი სიმ­კაც­რით გა­გი­კონ­ტრო­ლოთ მისი დაც­ვა და სა­დილ-ვახ­შმის დრო­უ­ლად მი­ღე­ბა.

    ლომი
    მე თქვენ გე­კი­თხე­ბით, რა ესაქ­მე­ბა მე­ფეს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში?! დიდი დიდი მან იქ რამ­დე­ნი­მე წუ­თით, ისიც ხუმ­რო­ბით შე­ი­ხე­დოს და თქვენ მიერ და­წყე­ბუ­ლი ვახ­შმის სამ­ზა­დი­სი გა­და­ა­მოწ­მოს. ისიც მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მის მიერ მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი მოს­ვლას აგ­ვი­ა­ნე­ბენ და მას თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის გაყ­ვა­ნა ეჩ­ქა­რე­ბა.

    ქალ­წუ­ლი
    თა­მა­მად შე­გიძ­ლი­ათ ამ კაცს არა­მარ­ტო სამ­ზა­რე­უ­ლო, მტვერ­სას­რუ­ტი და სა­რე­ცხი მან­ქა­ნაც დიდსუ­ლოვ­ნად გა­და­უ­ლო­ცოთ. მით უმე­ტეს, თუ თქვენ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი საქ­მე­ე­ბი გულ­ზე დი­დად არ გე­ხა­ტე­ბათ და იძუ­ლე­ბის რე­ჟიმ­ში, უხა­რის­ხოდ აკე­თებთ მას. იგი აუ­ცი­ლებ­ლად ითა­ვებს თქვე­ნი "ქა­ლუ­რი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის" გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ზრუნ­ვას. მაგ­რამ ფო­ნად კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლს მო­ა­ყო­ლებს. ვეჭ­ვობ მშვი­დად გა­უძ­ლოთ ამას.

    სას­წო­რი
    მისი საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა ტორ­ტის დაჭ­რა ან ყა­ვის მო­დუ­ღე­ბაა. უკე­თეს ვა­რი­ან­ტში უკვე მო­დუ­ღე­ბუ­ლი ყა­ვის დას­ხმა და სუფ­რა­ზე ლა­მა­ზად მი­ტა­ნა შე­გიძ­ლი­ათ ან­დოთ. იგი ამ და­ვა­ლე­ბას ღირ­სე­უ­ლად გა­არ­თმევს თავს და ბო­ნუ­სად მოწ­ვე­ულ სტუმ­რებ­საც შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­გიმ­ხი­ა­რუ­ლებთ. სა­მა­გი­ე­როდ, სამ­ზა­რე­უ­ლოს და­ლა­გე­ბა­ში მისი დახ­მა­რე­ბის იმედს ამა­ოდ ნუ იქო­ნი­ებთ.

    მო­რი­ე­ლი
    მას შე­უძ­ლია იყოს უმაღ­ლე­სი კლა­სის კუ­ლი­ნა­რი და ასე­თი­ვე უმაღ­ლე­სი კლა­სის ექ­სპლუ­ა­ტა­ტო­რი ქა­ლის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­მომ­წყვდე­ვის კუ­თხით. ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად ძლი­ე­რად უყ­ვარ­ხართ. ამი­ტომ თუკი აღ­მო­ა­ჩი­ნეთ, რომ თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მო­რი­ე­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გემ­რი­ელ ვახ­შამს გიმ­ზა­დებთ, ჩათ­ვა­ლეთ თავი ქუდ­ში გქო­ნი­ათ, რო­გორც პირ­და­პი­რი ისე გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბით.

    მშვილ­დო­სა­ნი
    რო­გორც ამ­ბო­ბენ - "ჭა­მაც უყ­ვარს და კე­თე­ბაც". ამას­თა­ნა­ვე, ერ­თიც და მე­ო­რეც შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეხერ­ხე­ბა. მშვილ­დო­სა­ნი სი­ა­მოვ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ინ­დი­ვი­დია, ჭამა კი მო­გეხ­სე­ნე­ბათ ამ ქვეყ­ნად უდი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იგი სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­გიმ­ზა­დებთ პი­კან­ტუ­რი სა­ნე­ლებ­ლე­ბით შეკ­მა­ზულ ვახ­შამს, ან დი­ლის სა­უზ­მეს.

    თხის რქა
    იშ­ვი­ა­თად მი­აჩ­ნია სა­ჭი­როდ რომ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ქა­ლის ად­გი­ლი და­ი­კა­ვოს. თუმ­ცა, თუკი გა­რე­მო­ე­ბა ამას ითხოვს, ან მე­უღ­ლეს დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, იგი უპ­რობ­ლე­მოდ და­თან­ხმდე­ბა ამ უკა­ნას­კნელს. ოღონდ იმ პი­რო­ბით, რომ სა­დი­ლად ტრა­დი­ცი­ულ კერ­ძებს მო­ამ­ზა­დებს და არა ექ­სტრა­ვა­გან­ტურ ბა­ყა­ყის ფე­ხე­ბის ჩა­შუ­შულს პიტ­ნის სო­უს­ში.

    მერ­წყუ­ლი
    სამ­ზა­რე­უ­ლო შე­საძ­ლოა მის­თვის ერ­თგვარ გა­სარ­თო­ბა­დაც კი იქ­ცეს, იმ პი­რო­ბით, თუ თქვენ სხვა­დას­ხვა სა­ხის პი­კან­ტუ­რი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბა­ზე არ იქ­ნე­ბით უარს. მერ­წყულს ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი უყ­ვარს. შე­სა­ბა­მი­სად, მზად იყა­ვით იმის­თვი­საც, რომ ერთ დღეს შე­საძ­ლოა ტოს­ტერ­ში მჭა­დის გა­მო­ცხო­ბა სცა­დოს ან წვენ­სა­წურ­ში ნიგვზის გა­ტა­რე­ბა.

    თევ­ზე­ბი
    კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბას მარ­ტო­ო­დენ იმ მი­ზე­ზით შე­იძ­ლე­ბა და­თან­ხმდეს, თუ ხათრს ვერ გი­ტე­ხავთ, ან სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ბლო­მად ეგუ­ლე­ბა ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი. თუმ­ცა, უმ­ჯო­ბე­სია, მისი დახ­მა­რე­ბით მხო­ლოდ ყა­ვის ან ჩაის მო­დუ­ღე­ბის სა­კი­თხში ისარ­გებ­ლოთ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­ზ­ქუ­რას­თან ჩა­ძი­ნე­ბულს გა­და­ა­წყდეთ.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    192 ნახვა
    15-05-2021, 00:31