GOGA.TV
  • ევროკავშირმა პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დაეხმარა

    ევროკავშირმა პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად დაახლოებით ერთ-ნახევარი მილიარდი ლარის მობილიზება უზრუნველყო. ამ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

    როგორც განცხადებაში წერია, მსგავსი სახის დახმარება, ევროკავშირის მიერ მსოფლიოს ნებისმიერი უცხო ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც საქართველოს მიმართ მტკიცე სოლიდარობას ადასტურებს. თანხის ძირითადი ნაწილი გრანტის სახითაა გამოყოფილი. ევროკავშირის მხარდაჭერა სოციალურ, ეკონომიკურ და ჯანმრთელობის სფეროებს მოიცავს.​
    193 ნახვა
    15-05-2021, 10:33