3

კვლავ უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა

კვლავ უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა,“ შევლენ პარლამენტში თუ გააგრძელებენ პარტიულ საქმიანობას საკანონმდებლო ორგანოს გარეთ. საკითხზე პოზიციები პარტიაში ორად იყოფა და აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას ფართო კონსულტაციების შედეგად მიიღებენ. მათ შორის მსჯელობა შედგება როგორც პოლიტსაბჭოს სხდომაზე, ისე არ არის გამორიცხული, რომ საბოლოო გადაწყვეტილებისთვის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარდამჭერების ონლაინგამოკითხვაც ჩაატაროს. თუმცა, პოლიტსაბჭოს სხდომამდე და მხარდამჭერების გამოკითხვამდე, პარტიის ლიდერები რეგიონებში ჩასვლასა და თანამოაზრეებთან შეხვედრებს გეგმავენ.

საპარლამენტო საქმიანობისას ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის აუცილებლობაზე მიუთითებენ მმართველ გუნდში. „ნაციონალური მოძრაობიდან“ ცალკეულ წევრებს ელოდებიან პარლამენტში პარტია „მოქალაქეები“.
248 ნახვა
15-05-2021, 10:40
[xfgiven_online] [/xfgiven_online]