GOGA.TV
გურული ვერძის, იმერელი ტყუპის და მეგრელი მშვილდოსნის ამბავი
  • გურული ვერძის, იმერელი ტყუპის და მეგრელი მშვილდოსნის ამბავი

    ზო­დი­ა­ქოს ნე­ბის­მი­ე­რი ნი­შა­ნი მხო­ლოდ მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი უნი­კა­ლუ­რი სა­ხა­სი­ა­თო შტრი­ხე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ვერ­ძი - სი­ფი­ცხით, კურო - სი­დინ­ჯით. სას­წო­რი - დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბით, მო­რი­ე­ლი - შუ­რის­მა­ძი­ებ­ლო­ბით და ა.შ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ მათ­განს სა­ქარ­თვე­ლოს ამა თუ იმ კუ­თხის წარ­მო­მად­გე­ნელ­თათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სა­ხა­სი­ა­თო შტრი­ხე­ბი მი­ვუ­სა­და­გოთ.

    ვერ­ძის ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს ყვე­ლა­ზე უკეთ გუ­რუ­ლის ხა­სი­ა­თი გა­მო­ხა­ტავს. ფი­ცხი, აქ­ტი­უ­რი, ნი­ჭი­ე­რი და თავ­ქა­რი­ა­ნი გუ­რუ­ლე­ბი, ვერ­ძი­ვით ად­ვი­ლად ფეთ­ქე­ბა­დი ტემ­პე­რა­მენ­ტით არი­ან გა­მორ­ჩე­უ­ლი. თუმ­ცა, სიბ­რა­ზე მალე გა­დას­დით და ყვე­ლა­ფერს იუ­მო­რის დიდი დო­ზით აბა­ლან­სე­ბენ.

    კუ­როს კი უდა­ოდ რა­ჭუ­ლი ხა­სი­ა­თი შე­ე­სა­ბა­მე­ბა – დინ­ჯი, სიმ­შვი­დის მოყ­ვა­რუ­ლი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი კუ­რო­ე­ბი, აფა­სე­ბენ სა­კუ­თარ სახ­ლს და ფუ­ძეს. უყ­ვართ ოჯახ­ში ფუს­ფუ­სი და გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის მზა­დე­ბა.

    ტყუ­პის შე­სა­შუ­რი ლა­პა­რა­კის უნარს და ქა­რი­ვით ცვა­ლე­ბად გან­წყო­ბას სა­უ­კე­თე­სოდ ასა­ხავს იმე­რუ­ლი ხა­სი­ა­თი. იმერ­ლებ­ზე უკეთ ვის ეხერ­ხე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის წარ­მო­ჩე­ნა შე­სა­შუ­რი სამ­სა­ხი­ო­ბო ნი­ჭით და მა­ნე­რუ­ლო­ბით. ტყუ­პი, რო­გორც ვი­ცით, ორ­სა­ხო­ვა­ნი ნი­შა­ნია, ამი­ტომ იმერ­ლე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა, ხში­რად არა­ფე­რია თუ არა ნი­ღა­ბი სხვე­ბის წი­ნა­შე თავი მო­ი­წო­ნონ.

    კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქოს ძა­ლი­ან კარ­გად გა­ნა­სა­ხი­ე­რებს აჭა­რა და მისი მკვიდ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა. სწო­რედ კირჩხი­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი პრინ­ცი­პუ­ლო­ბით შე­ი­ნა­ხა აჭა­რელ­მა ხალ­ხმა თურ­ქი დამ­პყრობ­ლე­ბის ორას­წლო­ვა­ნი ბა­ტო­ნო­ბის მან­ძილ­ზე სა­კუ­თა­რი ფეს­ვე­ბის, ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და რწმე­ნის სიყ­ვა­რუ­ლი – თა­ნაც ქა­ლის, დე­დის სა­ხით... კირჩხი­ბი კი მო­გეხ­სე­ნე­ბათ დე­დო­ბის სიმ­ბო­ლოა.

    ლო­მის ზო­დი­ა­ქოს ხევ­სუ­რე­თი შე­ე­სი­ტყვე­ბა, ამა­ყი და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი, პო­ე­ზი­ი­სა და მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლი ხალ­ხი. მათ­თვის მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი ვაჟ­კა­ცუ­რი იმი­ჯი და უზო­მო სი­მა­მა­ცეა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი.

    გა­რეგ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, სი­დინ­ჯით და მკვეთ­რად დად­გე­ნი­ლი ქცე­ვის, ეთი­კის ნორ­მე­ბით ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა­ზე უკეთ მთი­უ­ლი კა­ცის ბუ­ნე­ბა შე­ე­სა­ბა­მე­ბა. რო­გორც ვა­ხუშ­ტი ამ­ბობს მთი­უ­ლებს სა­ხის ლა­მა­ზი მოყ­ვა­ნი­ლო­ბა, პრო­პორ­ცი­უ­ლი აღ­ნა­გო­ბა და სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რეგ­ნო­ბა გა­აჩ­ნი­ათ, რაც სავ­სე­ბით შე­ე­სი­ტყვე­ბა ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქოს ვი­ზუ­ა­ლურ აღ­წე­რას.

    სას­წო­რის ხა­სი­ათს კი ყვე­ლა­ზე კარ­გად ერ­გე­ბა ფშა­ვე­ლის ბუ­ნე­ბა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ სას­წო­რი პარტნი­ო­რო­ბის და რო­მან­ტი­კის სიმ­ბო­ლოა. სწო­რედ ფშა­ვე­ლე­ბის დამ­კვიდ­რე­ბუ­ლია ფშავ­ში ე.წ. "წაწლო­ბის" ჩვე­უ­ლე­ბა.

    მო­რი­ე­ლის შუ­რის­მა­ძი­ე­ბელ ბუ­ნე­ბას სა­უ­კე­თე­სოდ ასა­ხავს სვა­ნი კა­ცის ხა­სი­ა­თი. მო­რი­ე­ლი ხომ არა­სო­დეს პა­ტი­ობს შე­უ­რა­ცხმო­ფელს, სვა­ნი­ვით გა­უ­ცი­ნა­რი და პირ­ქუ­შია. თუმ­ცა თუ მი­გი­ღო მისი სა­ხით სა­უ­კე­თე­სო მფარ­ვე­ლი და მე­გო­ბა­რი გე­ყო­ლე­ბა. მთა­ვა­რია, მტრად არ მო­ი­კი­დო იგი.

    მშვილ­დოს­ნის ზო­დი­ა­ქოს მეგ­რუ­ლი მოქ­ნი­ლო­ბა, გამ­ჭრი­ა­ხო­ბა და ქუდ­ბე­დი­ა­ნო­ბა შე­ე­სა­ბა­მე­ბა. იგი ყო­ველ­თვის და ყველ­გან ახერ­ხებს "სი­ტყვის ჩაკ­ვე­ხე­ბას", რო­გორც წესი, მრვალ­მხრივ ნი­ჭი­ე­რია და ხში­რად გა­მოს­დის რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან თავი უპ­რობ­ლე­მოდ და­იძ­ვრი­ნოს.

    თხის რქას სი­ჯი­უ­ტით, პრინ­ცი­პუ­ლო­ბი­თა და ერ­თგუ­ლე­ბის უნა­რით კა­ხე­ლე­ბი ჰგვა­ნან. კა­ხე­ლის ხა­სი­ათ­ში თხის რქის უკომ­პრო­მი­სო­ბა, ტრა­დი­ცი­ე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი და წი­ნაპ­რე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მაა გა­მო­ხა­ტუ­ლი. ამას­თან ერ­თად, კა­ხელს ისე­ვე რო­გორ ტი­პურ თხის რქას არ უყ­ვარს ზედ­მე­ტი ენის მო­ჩლე­ქით სა­უ­ბა­რი და "უწი-პუწი". იგი ყო­ველ­თვის ამ­ბობს იმას რა­საც ფიქ­რობს და აკე­თებს იმას რა­საც ამ­ბობს.

    მერ­წყუ­ლის ხა­სი­ა­თი კი ყვე­ლა­ზე მე­ტად ქარ­თლე­ლის ბუ­ნე­ბას შე­ე­სა­ბა­მე­ბა. მსგავ­სად მერ­წყუ­ლი­სა ქარ­თლე­ლის ხა­სი­ა­თიც ჰუ­მა­ნუ­რო­ბი­თა და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, თუმ­ცა იგი ყო­ველ­თვის ამ­ჯო­ბი­ნებს მო­იქ­ცეს ისე, რო­გორც გული უკარ­ნა­ხებს და არა ისე, რო­გორ საქ­ცი­ელ­საც მის­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბა ელის. ამას­თან ერ­თად, ყო­ველ­თვის ღიად და და­უ­ფა­რა­ვად აფიქ­სი­რებს სა­კუ­თარ შე­ხე­დუ­ლე­ბას სხვა­ზე.

    თევ­ზე­ბის ბუ­ნე­ბას კი ძა­ლი­ან კარ­გად ასა­ხავს აფხა­ზი კა­ცის ხა­სი­ა­თი. თევ­ზე­ბის მსგავ­სად მა­საც მო­სიყ­ვა­რუ­ლე, თა­ნამ­გრძნო­ბი ბუ­ნე­ბა გა­აჩ­ნია, შე­უძ­ლია ბევ­რი დარ­დი და ცრემ­ლი ატა­როს გუ­ლით, თუმ­ცა ხში­რად ემორ­ჩი­ლე­ბა სხვე­ბის გავ­ლე­ნას, რაც ზოგ­ჯერ სა­ვა­ლა­ლო შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს მის­თვის.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    141 ნახვა
    16-05-2021, 00:08