GOGA.TV
გემოვნებიანი ქალების TOP-ხუთეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • გემოვნებიანი ქალების TOP-ხუთეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    რო­გორც მო­დის მკვლე­ვა­რი ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი ძა­ლი­ან ხში­რად გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, თუ რამ­დე­ნად გა­აჩ­ნია ქალს გე­მოვ­ნე­ბა და დახ­ვე­წი­ლად ჩაც­მა-და­ხურ­ვის ნიჭი. თუმ­ცა, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად რომ ვიმ­სჯე­ლოთ ამა თუ იმ ინ­დი­ვი­დის გე­მოვ­ნე­ბა­ზე, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მა­ინც ყვე­ლა­ფე­რი პირ­დი რუ­კის ას­პექ­ტებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ალ­ბათ სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა გა­ვეც­ნოთ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით ყვე­ლა­ზე გე­მოვ­ნე­ბი­ან ქალ­თა ხუ­თე­ულს რო­მე­ლიც "ფე­შენ-ას­ტრო­ლო­გებ­მა" შე­ად­გი­ნეს:

    ტყუ­პი
    ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი, კაც­მა რომ თქვას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კოპ­წი­ა­ო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. თუმ­ცა, ქა­ლუ­რო­ბა და შარ­მი მათ­ში იმ­დე­ნად დიდი დო­ზი­თაა, რომ ისი­ნი ყვე­ლა­ზე უბ­რა­ლო სა­მოს­შიც კი ახერ­ხე­ბენ გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ უზა­დოდ, მომ­ხიბ­ვლე­ლად და სექ­სუ­ა­ლუ­რად. ტყუპ ქალს უყ­ვარს კომ­ფორ­ტუ­ლი და მარ­ტი­ვი სა­მო­სი. ამი­ტომ უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს მა­ი­სუ­რებს, მოკ­ლე ქვე­და­ბო­ლო­ებს, ტრი­კო­ტა­ჟის სა­მოსს, კე­დებ­სა და ა.შ. იგი იშ­ვი­ა­თად ხმა­რობს ზედ­მეტ კოს­მე­ტი­კას და ვარ­ცხნი­ლო­ბის მხრი­ვაც და­უ­დე­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მას აქვს ქა­რიზ­მა რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ნე­ბის­მი­ერ სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მა­მა­კაცს თავ­ბრუს ახ­ვევს.

    ლომი
    ქალი ლომი ეპა­ტა­ჟის დე­დო­ფა­ლია. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ბუ­ნე­ბამ იდე­ა­ლუ­რი სხე­უ­ლის ფორ­მე­ბი­თა და სა­ხის კა­ნით და­ა­ჯილ­დო­ვა თუ ტან­მორ­ჩი­ლი აღ­ნა­გო­ბა და არ­ცთუ პრო­პორ­ცი­უ­ლი ნაკ­ვთე­ბი არ­გუ­ნა. იგი ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში შეძ­ლებს მო­ნა­ხოს სა­კუ­თა­რი, გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი სტი­ლი, რომ­ლი­თაც სა­მო­მავ­ლოდ არამ­ხო­ლოდ თა­ვად მო­ი­წო­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე თავს, არა­მედ მიმ­დევ­რე­ბიც ეყო­ლე­ბა ამ მხრივ. ლო­მე­ბი გრა­ცი­ო­ზუ­ლე­ბი, დახ­ვე­წი­ლე­ბი და ელე­გან­ტუ­რე­ბი არი­ან. მათ უყ­ვართ ოქ­როს სამ­კა­უ­ლი, თუმ­ცა, არა­სო­დეს შე­იმ­ჩნე­ვა ამ მხრივ ზედ­მე­ტო­ბა მათ ვი­ზუ­ალ­ში. ისი­ნი ყო­ველ­თვის დო­ზი­რე­ბუ­ლად იყე­ნე­ბენ ოქ­როს სი­დი­ა­დეს. ჩა­ლის­ფე­რი და ოქ­როს­ფე­რიც ლო­მის საყ­ვა­რე­ლი ფე­რია. შე­სა­ბა­მი­სად, ხში­რად შეხ­ვდე­ბით ქალ ლომს გა­მო­წყო­ბილს მსგავს ტო­ნა­ლო­ბებ­ში. მათ უყ­ვართ ძვირ­ფა­სი სა­ა­თე­ბის, გულ­სა­კი­დე­ბი­სა და ბრო­შე­ბის ტა­რე­ბა. რო­მე­ლიც არათ­ვალ­ში­სა­ცე­მად, მაგ­რამ მა­ინც მკვეთ­რად უს­ვამს ხაზს მათ დახ­ვე­წილ გე­მოვ­ნე­ბას.

    სას­წო­რი
    სას­წო­რი ქალი ქა­ლუ­რო­ბის, გლა­მუ­რის და დახ­ვე­წი­ლო­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბაა. სხვაგ­ვა­რად რო­გორ? ამ ზო­დი­ა­ქოს ხომ სი­ლა­მა­ზი­სა და ჰარ­მო­ნი­ის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა მფარ­ვე­ლობს. სწო­რედ ამის დამ­სა­ხუ­რე­ბაა ის, რომ სას­წორ ქა­ლებს სტი­ლი­სა და ფე­რის შეგ­რძნე­ბა ბავ­შვო­ბის ასა­კი­დან­ვე თან­და­ყო­ლი­ლი აქვთ. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა აღ­მერ­თებს სხვა­დას­ხვა ტი­პის პა­ტარ-პა­ტა­რა აქ­სე­სუ­არს, ფე­რად მძი­ვებს და სა­მა­ჯუ­რებს, ბაფ­თებ­სა და მაქ­მა­ნებს. ქალი სას­წო­რე­ბი დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ ფერ­თა გა­მას. ისი­ნი იშ­ვი­ა­თად სწყა­ლო­ბენ სუფ­თა ტო­ნა­ლო­ბებს და ძი­რი­თა­დად პას­ტე­ლუ­რი ფე­რე­ბის პა­ლიტ­რით იმო­სე­ბი­ან. მათ სტილს შეგ­ვიძ­ლია ვუ­წო­დოთ ერ­თდრო­უ­ლად გლა­მუ­რუ­ლი, პრაქ­ტი­კუ­ლი და დახ­ვე­წი­ლი.

    ვერ­ძი
    ვერძ ქალს ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი უყ­ვარს, რო­გორც ჩაც­მა-და­ხურ­ვის ისე ვარ­ცხნი­ლო­ბის კუ­თხით. ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, ვერ­ძი თა­ვით იმარ­თე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი სი­სუს­ტე თმა და თმას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სა­კი­თხი შე­იძ­ლე­ბა იყოს. შე­სა­ბა­მი­სად თმის ფე­რის, ფორ­მის და სტრუქ­ტუ­რის ცვლა­ში ქალ ვერძს ვე­რა­ვინ გა­ე­ჯიბ­რე­ბა. ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი, ძალ­ზე ოს­ტა­ტუ­რად ირ­გე­ბენ ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მოს­სა და აქ­სე­სუ­ა­რებს. ვერძს არ აში­ნებს "პი­ო­ნე­რის" როლი ცხოვ­რე­ბის არც ერთ სფე­რო­ში, მით უმე­ტეს თუ ეს მო­და­სა და გლა­მურს ეხე­ბა. მას მოს­წონს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა და ხში­რად თა­ვად გვევ­ლი­ნე­ბა სტი­ლი­სა და მო­დის კა­ნონ­მდებ­ლად. თუმ­ცა, მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა მარ­სის გავ­ლე­ნით, ქალი ვერ­ძის იმი­ჯი ზოგ­ჯერ ცოტა აგ­რე­სი­უ­ლი და ზედ­მე­ტად თა­მა­მია, რის გა­მოც მას ხში­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. სა­მა­გი­ე­როდ, მა­მა­კა­ცებს პი­რი­ქით, ხიბ­ლავს ვერ­ძის ამ­გვა­რი იმი­ჯი.

    თევ­ზე­ბი
    იგი დახ­ვე­წი­ლი, ქა­ლუ­რი, სა­თუ­თი და ნა­ზია. ზუს­ტად ისე­თი რო­გო­რიც უნდა იყოს ჭეშ­მა­რი­ტი ქალი. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა მსუ­ქა­ნია თუ გამ­ხდა­რი, ქალი თევ­ზი ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ქა­ლუ­რად და მომ­ხიბ­ვლე­ლად. მას ოს­ტა­ტუ­რად ეხერ­ხე­ბა ერთი შე­ხედ­ვით უბ­რა­ლო აქ­სე­სუ­ა­რე­ბის დახ­მა­რე­ბით - იქ­ნე­ბა ეს შარ­ფი, ბრო­ში, ყელ­სა­ბა­მი თუ სათ­ვა­ლე, შექ­მნას გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი იმი­ჯი და სხვე­ბის­გან გა­მო­ირ­ჩე­ო­დეს სა­კუ­თა­რი ვი­ზუ­ა­ლით. თევ­ზი ქა­ლე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი ფაქ­ტუ­რის სა­მოსს ატა­რე­ბენ, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვართ რბი­ლი, სრი­ა­ლა და დამ­ყო­ლი მა­სა­ლის­გან შე­კე­რი­ლი კა­ბე­ბი. ამი­ტომ მათი ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი აბ­რე­შუ­მის, ტრი­კო­ტა­ჟი­სა და მაქ­მა­ნის დიდი მოტრფი­ა­ლეა. ისი­ნი არა­ნაკ­ლე­ბი ოს­ტა­ტო­ბით იხ­დე­ნენ მა­მა­კა­ცურ სა­მოს­სა და აქ­სე­სუ­ა­რებს, თა­ნაც ისე, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­კუ­თარ უჩ­ვე­უ­ლოდ ქა­ლურ იმიჯ­ზე აქვთ მორ­გე­ბუ­ლი. ამას­თან ერ­თად, თა­ვად სა­მო­სი არ კარ­გავს იდი­ვი­დუ­ა­ლიზმსა და გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბას.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    174 ნახვა
    16-05-2021, 00:10