GOGA.TV
გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი გოგოს დის ქმარი ყაზახეთში დააკავეს
  • გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი გოგოს დის ქმარი ყაზახეთში დააკავეს

    ყაზახეთის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელსაც თბილისში ბრალი აქვს წაყენებული. საქმე ეხება ყაზახეთის მოქალაქე 28 წლის ახალგარზდა ქალის სიკვდილს.

    დაღუპული ქალის ნათესავს, რომელსაც თბილისში გაუპატიურებას ედავებიან, ყაზახეთში სხვა ბრალდება აქვს. სამართალდამცველები მას ადამიანებით ვაჭრობას ედავებიან.

    დაკავებულის ქართველი ადვოკატი ამბობს, რომ ეს ორი სხვადასხვა საქმეა.

    დაღუპული ქალის დედა ითხოვს, მართლმსაჯულება არა ყაზახეთში, არამედ საქართველოში აღსრულდეს.

    შეგახსენებთ, 26 წლის ყაზახი ქალი საქართველოში დაიღუპა. ოფიციალური ვერსიით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. საქმეზე საქართველოს ერთი მოქალაქე მეორე დღესვე, გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს.
    233 ნახვა
    16-05-2021, 09:44