GOGA.TV
  • საბერძნეთში 20 წლის ქალის გაგუდვასა და ყაჩაღობებში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავეს

    საბერძნეთში 20 წლის ქალის გაგუდვასა და ყაჩაღობებში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავეს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

    დაკავებულია 36 წლის მამაკაცი, რომელიც ქვეყნის დატოვებას ყალბი პასპორტით ცდილობდა.

    ბერძნული მედიის ინფორმაციით, ქართველი, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, 7 მარტს საბერძნეთში მომხდარ ძარცვაში მონაწილეობდა. მაშინ დამნაშავეებმა მოხუცი წყვილი გაკოჭეს და ცემეს. 20 წლის გოგოს მკვლელობა კი რამდენიმე დღის წინ მოხდა.

    ამასთან, საბერძნეთში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი სოციალურ ქსელში მომხდარის დეტალებს აღწერს.

    მისი თქმით, ათენის განაპირა უბანში, გლიკა ნერაში ახალგაზრდა წყვილი დააყაჩაღეს. მისივე ინფორმაციით, 20 წლის ქალი ახალნამშობიარები იყო და თავდამსხმელებმა ის ჩვილისა და მეუღლის თვალწინ გაგუდეს.

    გარდა ამისა, როგორც თამარ შანავა წერს, თავდამსხმელებმა იარაღი შუბლზე ჩვილსაც მიადეს.

    როგორც ქართველი ემიგრანტი წერს, საქართველოს მოქალაქე, რომელიც თავდამსხმელებიდან ერთ-ერთია, თურქეთის საზღვარზე დააკავეს.
    141 ნახვა
    17-05-2021, 09:26