GOGA.TV
  • ფიზიკური დაპირისპირება დმანისში ამ დროისთვის განმუხტულია

    ფიზიკური დაპირისპირება დმანისში ამ დროისთვის განმუხტულია, თუმცა პოლიციის შენობასთან კონფლიქტის მონაწილეთა ნაწილი ისევ რჩება. ისინი გამოკითხვების დასრულებას ელოდებიან. შინაგან საქმეთა მინისტრი უკვე ადგილზე იმყოფება. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დაისჯება ყველა დამნაშავე პირი.

    დმანისში იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლებიც კონფლიქტის განმუხტვის გზებზე მსჯელობენ. განსაკუთრებული დაძაბულობა ადგილზე დილიდან იყო. ადგილობრივები ერთმანეთს ხელკეტებით და ქვებით გაუსწორდნენ. დაშავდნენ პოლიციელებიც.
    127 ნახვა
    17-05-2021, 09:32
    News-ები