GOGA.TV
  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები კონსულტაციებს მიხეილ სააკაშვილთან გადიან

    "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით კონსულტაციებს კიევში, საქართელოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან გადიან. როგორც ბაჩო დოლიძემ "დღის კურიერში" კიევიდან ჩართვისას აღნიშნა, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ არც ამომრჩევლის აზრი იყოს უგულებელყოფილი და არც საერთაშორისო პარტნიორების.

    "მიხეილ სააკაშვილის პოზიციაც ის არის, რომ რეზულტატი იყოს მას შემდეგ, რაც შევხვდებით ჩვენს ამომრჩეველს მხარდამჭერებთან თბილისსა და რეგიონებში. ჩვენ კიევში ვართ კონსულტაციებისთვის და ისიც უნდა გავითვალისწონოთ, როდესაც ნიკა მელია აირჩიეს თავმჯდომარედ, მას შემდეგ ამომრჩეველთან არ გვქონია აქტიური შეხვედრა.

    სააკაშვილის პოზიცია შემდეგია, გადაწყვეტილება მივიღოთ ისე, არ იყოს იგნორირებული არც ჩვენი მხარდამჭერების აზრი და ამასთან, ჩვენი საერთაშორისო პარტნორების აზრი, ეს ცხადია. შეხვედრები გავქსვ ჩასატარებელი, ეს არ არის 2-3 დღის ამბავი და როგორც კი მხარდამჭერებთან დისკუსიას დავასრულებთ, გადაწყვეტილება იქნება მიღებული,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე.
    110 ნახვა
    18-05-2021, 09:03