GOGA.TV
კიმ ჩენ ინმა ქვეყანაში ახალი შეზღუდვა დააწესა
  • კიმ ჩენ ინმა ქვეყანაში ახალი შეზღუდვა დააწესა

    ჩრდილოეთ კორეის ერთპიროვნულ მმართველს აშინებს კაპიტალისტური გავლენა ქვეყნის ახალგაზრდებზე და მათი კონტროლის გასაძლიერებლად მოტკეცილი და დახეული ჯინსების ტარებას კრძალავს.

    ექსტრავაგანტულ ვარცხნილობებსა და პირსინგებს კი "კაპიტალისტური ცხოვრების სტილის შეჭრად" მიიჩნევს ქვეყანაში.

    მსოფლიოსთვის უცხო არაა, რომ კიმ ჩენ ინს ქვეყნის სადავეებიდან ჩამოშორების მძაფრი შიში აქვს, მისი დესპოტური გადაწყვეტილებებიც აქედან გამომდინარეობს.

    ისინი, ვინც არ დაემორჩილებიან დახეული ჯინსების, ექსტრავაგანტული ვარცხნილობებისა და პირსინგების შეზღუდვებს, გარკვეული ვადით შრომით ბანაკებში გაიგზავნებიან.



    ავტორი : ბაჩი ტყემალაძე
    128 ნახვა
    19-05-2021, 09:53