GOGA.TV
სიღრმისეულია მამაკაცის თქვენდამი გრძნობები თუ ზედაპირული?
  • სიღრმისეულია მამაკაცის თქვენდამი გრძნობები თუ ზედაპირული?

    ყვე­ლა სუ­ლი­ერ არ­სე­ბას გა­აჩ­ნია - თუმ­ცა რო­გორ და რა ფორ­მი­თაა გა­მო­ხა­ტუ­ლი ეს გრძნო­ბა, ეს ცალ­კე სა­კი­თხია. ძლი­ე­რი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც, მი­უ­ხე­და­ვად თა­ვი­ან­თი პო­ლი­გა­მი­უ­რი ბუ­ნე­ბი­სა, ხში­რად გა­ნიც­დი­ან რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი მან­დი­ლოს­ნის მი­მართ აუხ­სნელ და ხან­გრძლივ მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბას, რო­მელ­საც სხვას ვე­რა­ფერს ვუ­წო­დებთ თუ არა დიდ სიყ­ვა­რულს. თუმ­ცა რო­გორ, რა ფორ­მით და რა ინ­ტენ­სი­ვო­ბი­თაა გა­მო­ხა­ტუ­ლი მა­მა­კა­ცის გრძნო­ბე­ბი ამას დიდ­წი­ლად გა­ნა­პი­რო­ბებს მისი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი.

    ვერძს მხურ­ვა­ლე და ხმა­უ­რი­ა­ნი ემო­ცი­ე­ბი ახა­სი­ა­თებს. მას ყვე­ლა­ფე­რი სურს დღეს, ახლა და ამ წამს. ამი­ტომ ცდი­ლობს რე­კორ­დულ ვა­დებ­ში მო­ხიბ­ლოს ქალი, ხში­რად ზედ­მე­ტად შემ­ტე­ვიც კია ამ მხრივ.

    კურო ს ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ და სტა­ბი­ლუ­რად უყ­ვარ­დე­ბა. ამი­ტომ მისი გრძნო­ბე­ბის აფი­ში­რე­ბას გაც­ნო­ბი­დან მოკ­ლე დრო­ში ნუ და­ე­ლო­დე­ბით. სა­მა­გი­ე­რიდ, დიდ­ხანს და ერ­თგუ­ლად ეყ­ვა­რე­ბით.

    ტყუპს სპონ­ტა­ნუ­რად უყ­ვარს, ხში­რად ორი ქალი ერ­თად (ოღონდ ორი­ვე სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად) - ხომ იცით, ტყუ­პი ორ­მა­გი ნი­შა­ნია. ასე რომ ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ.

    კირჩხი­ბის სიყ­ვა­რუ­ლი ძლი­ე­რი და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლია, ლა­მის ""კუ­ბოს კა­რამ­დე". თუმ­ცა, თა­ვი­დან ღიად და აშ­კა­რად არ ახ­დენს იგი ემო­ცი­ე­ბის აფი­ში­რე­ბას, აი, როცა გა­თა­მამ­დე­ბა და გა­მო­ხატ­ვას და­ი­წყებს უფრთხილ­დით...

    ლომს უყ­ვარს "თე­ატ­რა­ლუ­რად" და ლა­მა­ზად, ყვე­ლას და­სა­ნა­ხად. მისი რო­მა­ნე­ბი მუ­და­მაა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ხილ­ვის სა­გა­ნი. მოს­წონს რო­მან­ტი­კუ­ლი და გრან­დი­ო­ზუ­ლი სი­ურპრი­ზე­ბით გრძნო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვა.

    ქალ­წუ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი პრაგ­მა­ტუ­ლი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი საქ­ცი­ე­ლით ვლინ­დე­ბა. მას ჩუმი, მაგ­რამ სა­ოც­რად ერ­თგუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი შე­უძ­ლია, რო­მე­ლიც ზრუნ­ვა­სა და პა­ტი­ვის­ცე­მა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.

    სას­წორს ზუს­ტად ისე უყ­ვარს, რო­გორც უნდა უყ­ვარ­დეთ. ის სა­ოც­რად გა­ლან­ტუ­რი, პო­ე­ტუ­რი და რო­მან­ტი­კუ­ლია რო­გორც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. მის გვერ­დით თავს ნამ­დვილ დე­დოფ­ლად იგ­რძნობთ.

    მო­რი­ელს მტან­ჯვე­ლი, დესტრუქ­ცი­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი შე­უძ­ლია. ოტე­ლო­სა­ვით ეჭ­ვი­ა­ნი და წინ­და­ხე­უ­ლია, ამი­ტომ სიყ­ვა­რუ­ლის ობი­ექტს ათას ქარ-ცე­ცხლში გა­ა­ტა­რებს და გა­მოც­დის, სა­ნამ სა­კუ­თა­რი სიყ­ვა­რუ­ლის ღირ­სად ჩათ­ვლის.

    მშვილ­დო­სა­ნი იდე­ა­ლის­ტია, ამი­ტომ ყვე­ლა მო­რი­გი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი "ნამ­დვი­ლად" უყ­ვარს. თუმ­ცა, დრო­ე­ბით და მო­მა­ვა­ლი იდე­ა­ლის ძი­ე­ბამ­დე. უყ­ვარს ხმა­უ­რი­ა­ნად და რო­მან­ტი­კუ­ლად.

    თხის რქას მო­ზო­მი­ლი ემო­ცი­ე­ბი აქვს. სიყ­ვა­რუ­ლიც გა­აზ­რე­ბუ­ლი და სტა­ბი­ლუ­რი იცის. თუმ­ცა, იშ­ვი­ა­თად გა­მო­ხა­ტავს გრძნო­ბებს ენის მო­ჩლე­ქით და ზედ­მე­ტი სით­ბო­თი.

    მერ­წყუ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი მე­გობ­რო­ბი­თა და თა­ნა­მო­აზ­რე­ო­ბით იწყე­ბა. უყ­ვარს ორი­გი­ნა­ლუ­რად, თუმ­ცა არ გახ­ლავთ ტრა­დი­ცი­უ­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ მის­გან გმი­რო­ბებს ნუ ელით.

    თევ­ზებს სიყ­ვა­რუ­ლის იდე­ა­ლი­ზა­ცია ახა­სი­ა­თებთ. უყ­ვართ მთე­ლი გუ­ლით და თავ­გან­წი­რუ­ლად, მა­ში­ნაც კი თუ მათი სიყ­ვა­რუ­ლი ცალ­მხრი­ვი და უი­მე­დოა.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    202 ნახვა
    20-05-2021, 00:56