X
დიეგო მარადონა, შესაძლოა, ექიმების დაუდევრობით გარდაიცვალა

დიეგო მარადონა, შესაძლოა, ექიმების დაუდევრობით გარდაიცვალა

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა, შესაძლოა, ექიმების დაუდევრობით გარდაიცვალა - "ინსაიდერი" გამოძიების სკანდალური დეტალების შესახებ წერს.

დიეგო მარადონას შესაძლო მკვლელობის მუხლით ბრალდება 7 მედპერსონალს წარედგინა. სასამართლომ ეჭვმიტანილებს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა და პასპორტები ჩამოართვა. მათ ბრალი შესაძლო მკვლელობის მუხლით წარუდგინეს.

ეჭვმიტანილთა სიაში არიან ნეიროქირურგი ​ლეოპოლდო ლუქი რომელმაც მარადონას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარა და ფეხბურთელის ფსიქიატრი აგუსტინა კოსაჩოვი, ისინი ყოველგვარ ბრალდებას უარყოფენ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავეებს 8-25 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ლეგენდარული ფეხბურთელი გულის შეტევით, 60 წლის ასაკში გასული წლის ნოემბერში გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ გარდაცვალებამდე 2 კვირით ადრე ფეხბურთელს ტვინის ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
312 ნახვა
20-05-2021, 09:58