GOGA.TV
ზაზა გახელაძის ტყვეობიდან დახსნა შესაძლებელია საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით
  • ზაზა გახელაძის ტყვეობიდან დახსნა შესაძლებელია საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით

    რა პასუხი აქვს სუსს საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ზაზა გახელაძის ოჯახისთვის - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის გიორგი საბედაშვილის თქმით, გახელაძის გასათავისუფლებლად მაქსიმუმი კეთდება და ერთადერთი რეალური საშუალება მის დასახსნელად საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციაა.

    "რა თქმა უნდა, ზაზა გახელაძის ოჯახის მდგომარეობა გასაგებია, რადგან უკვე რამდენიმე თვეა ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი კეთდება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ მიმართულებით იკვეთება გარკვეული შესაძლებლობები, რომელიც რაღაც ეტაპზე დარწმუნებული ვარ გაგვიყვანს იმ შედეგზე, რომელსაც ყველა ველოდებით. კეთდება მაქსიმუმი. ზაზა გახელაძის ტყვეობიდან დახსნა მოხდება ერთადერთი საშუალებით და ეს საშუალება არის საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია.

    რაც შეეხება ვადებს, უკანონო პატიმრობის პირველი დღეებიდან ისმოდა შეკითხვა ვადებთან დაკავშირებით და ჩვენი რამდენიმე ინტერვიუს ფარგლებშიც და სხვა დროსაც, როდესაც განცხადებები გაგვიკეთებია უკანონო პატიმრობის დასრულებასთან დაკავშირებით, არასდროს არ მიგვითითებია კონკრეტულ თარიღზე და ვადაზე. არ ყოფილა ჩვენგან ასეთი მითითება. ეს ნიშნავს არა იმას, რომ ცენტრალური ხელისუფლება მოდუნდა და არაფერს აკეთებს ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის მიმართულებით, არამედ უბრალოდ დროზე საუბარი დამაზიანებელი პროცესისთვის," - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა "დღის კურიერში" სტუმრობისას.
    253 ნახვა
    21-05-2021, 09:35