მან ზურგში დანა დაარტყა საკუთარ გუნდს, რაც მძიმე ნაბიჯი იყო მისი მხრიდან

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკუთარ გუნდს "ზურგში დანა დაარტყა" და 17-18 თებერვალს "ფართო გაგებით მოიტყუა."

თუმცა კობახიძე არ აკონკრეტებს, თუ რა მოიტყუა გიორგი გახარიამ.

"გახარიამ 17-18 თებერვალს მოიტყუა, ეს ძალიან მძიმე ტყული იყო. ეს რეჟიმი გრძელდება, ამის ნიშნებს კიდევ უფრო მკვეთრად დაინახავს საზოგადოება მომავალში. 17-18 თებერვალს ფართო გაგებით მოიტყუა. მან ზურგში დანა დაარტყა საკუთარ გუნდს, რაც მძიმე ნაბიჯი იყო მისი მხრიდან," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
275 ნახვა
22-05-2021, 09:34